Showing posts with label Gay Agenda. Show all posts
Showing posts with label Gay Agenda. Show all posts

Sunday, July 5, 2009

ლონდონის გეი ფრაიდი 2009

გუშინ 4 ივლისს ლონდონის გეი ფრაიდში მონაწილეთა ოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ციფრია, რომ ბევრგან გადავამოწმე. (ხომ იცით ჩვენთან აქტუალური თემაა 2 ათასი კაცი ზოგს 200 ათასად ეჩვენება ხოლმე) ინფორმაცია ყველა წამყვანმა მედია საშუალებამ დაადასტურა. ღმერთმა გვამრავლოს! :) წლევანდელი ლონდონური ფრაიდის სლოგანი 'Come out and play' იყო, ანუ "გაიხსენი და გაერთე."

გადახედეთ სურათებს. მაგარი სანახაობაა. სურათებში ბოი ჯორჯსაც წავაწყდი. მაგარი საყვარელია :) იქ მინდააა :(











Saturday, July 4, 2009

ფრაიდის შემდეგ ნიუ იორკში ყველაზე დიდი გეი ტუსოვკა მოეწყო

ივნისის თვეში მსოფლიოს მთავარ ქალაქებს 'პრაიდების' ტალღამ გადაუარა. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნიუ იორკის პრაიდია. თავადაც საკმაოდ ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა, თუმცა წელს გარემოებებმა არ შემიწყო ხელი. წლევანდელი ნიუ იორკული პრაიდი ამაყი სახელით გამოირჩეოდა 'We Can', ანუ 'ჩვენ შეგვიძლია'. ხვდებით ალბათ რატომ ვთქვი ამაყი და რატომ დაერქვა მსვლელობას 'We Can'.

ყველაზე საყვარელი კი მაინც ტუსოვკებია, რომელიც 'პრაიდის' შემდეგ ქალაქის სხვადასხვა კლუბში აღლუმის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად ეწყობა. წელს ყველაზე დიდი ტუსოვკა თაიმს სკვერთან, როსლანდ ბოლრუმში მოეწყო. თავისი ცხელი 'გოუგოუ დენსერებით' მდუღარე მუსიკითა და მსოფლიოს დედაქალაქის ყველაზე სექსი ბიჭებით.

იხილეთ რამოდენიმე სურათი როსლანდ ბოლრუმის ფართიდან და Youtube-ის ვიდეოც შეათვალიერეთ. გულის გასაჩერებელი რამაა :)







Sunday, May 17, 2009

ნული ქულა ადამიანის უფლებების დაცვაში მოსკოვს!

არ მიყვარს რუსეთზე, მითუმეტეს მოსკოვზე წერა ან ფიქრი ან ყველაფერი , რაც "დიდი რუსეთის" ცნებას უკავშირდება. თუმცა, არ შემიძლია სოლიდარობა არ გამოვხატო მოსკოვის გეი აქტივისტების მიმართ, რომლებმაც დიდი საფრთხის მიუხედავად 16 მაისს მაინც სცადეს გეი დემონსტრაციის გაკეთება ევროვიზიის კონცერტის დაწყების წინ. აქტივისტების ცემა და დაპატიმრება მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოხვდა. ძალიან სიმბოლურია, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს მოსკოვში გეი მანიფესტაცია დაარბიეს. რაღა თქმა უნდა დარბევას "რუს მართმადიდებელ ახლაგაზრდათა კავშირი" გალობით და მიტინგით მიესალმა. მოკლედ, ყველას თავისი მაჯლაჯუნები ყავს. ამაზე მეტს აღარ დავწერ, თუმცა გადავწყვიტე ცნობილი გეი ონლაინ ჟურნალის OHLALA Magazine-ის სტატია გადმომექართულებია და ჩემს ბლოგზე განმეთავსებინა. სტატიის ბოლოს ისევ ჩემს ჩანართს გავაკეთებ Youtube-ის ორი ვიდეოს სახით, რომელთაგან ერთი Associated Press-ის მასალაა და მეორე Sky News მოსკოვის ამბებთან დაკავშირებით.



მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თეთრ საქორწინო კაბაში იყოთ და მოხდენილ ქერა პარიკში იყოთ გამოწყობილი, საკმაოდ დიდი ყვერები უნდა გქონდეთ, რომ გაბედოთ და მოსკოვის ქუჩაში საკუთარი უფლებების დასაცავად საპროტესტოდ გამოხვიდეთ.


თითქოს მოსკოვს და არც რუსეთს პრობლემა არ ქონია საკუთარ მიწაზე პლანეტის ყველაზე გეი ღონისძიებისათვის ემასპინძლა (ვგულისხმობ ევროვიზიის კონკურსს), თუმცა 80-მდე გეი აქტივისტი, რომელებიც ევროვიზიის კონკურსამდე საპროტესტო აქციას ამზადებდნენ საკუთარი უფლებების სასაცავად დაპატიმრებულნი არიან.

დაპატიმრებულია ნიკოლაი ალექსეევიც (Nikolai Alexeyev), რომელიც რუსეთის ყვლეაზე გალენიანი გეი აქტივისტია და მისი პარტნიორი ნიკოლაი ბაიევი (Nikolai Bayev).

"ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი მთლიანად ჰომოფობიური ქვეყანაა, თუმცა უმრავლესობა ნამდვილად არის. რუსი გეები დიდი ხანია მუდმივი თავდასხმების, შანტაჟის, შეურაწყოფის და დისკრიმინაციის მსხვეპლნი არიან. ეს სამარცვინო მდგომარეობაში აგდებს ძლევამოსილ რუსეთს." [ამონარიდი CNN-ის ახალი ამბებიდა]


მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ღონისძიებას სატანისური უწოდა და ქმედების გამართლებას შეეცადა იმით, რომ გეებს შიდსის გამავრცელებლობა დააბრალა. ლუჟკოვმა არაერთხელ აკრძალა მსგავსი მანიფესტაციები მოსკოვში და მრავალი გეი აქტივისტი ბევრჯერ გახდა უკანაონო დაპატიმრებისა და ნაციონალისტური ჯგუფებიდან თავდასხმების მსხვერპლი.


(შეგიძლიათ იხილოთ სტატია ინგლისურად Ohlalamag.com-ზე)

ესეც Youtube-ის ვიდეოები.


Wednesday, May 6, 2009

Youtube-ელები გეი დისკრიმინაციის წინააღმდეგ!


სტივის მიმართვის სანახავად დაწკაპუნეთ სურათზე

15 დღის წინ ავსტრალიელმა ახალგაზრდამ სტივიმ (steviebeebishop) Youtube-ის მომხმარებლებს მიმართა გაერთიანებულიყვნენ გეი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და სტივისთვის თავისი სამოყვარულო ვიდეო კლიპები და მიმართვები გაეგზავნათ. სტივის მიმართვა ენთუზიაზმით იყო ატაცებული და გაერთიანებული კლიპიც მართლა მაგარი პრიკოლნი გამოვიდა.


კლიპი Lily Allen-ის მუსიკაზეა აწყობილი "Fuck You Very Much" და დარწმუნებული ვარ ყველას მაგარ ხასიათზე დაგაყენებთ :)

აუცილებლად ნახეთ!

Monday, April 6, 2009

გეი რევოლუცია გრძელდება!


ახალი კვირის დაწყებას გილოცავთ ჩემო ჰომო, ჰეტერო, ტრანს, ბი და ასეშემდეგო საყვარელო ბლოგერებო. მოკლედ, მსოფლიოში კარგი ამბები ხდება და სანამ თბილისური პარაფინირებული ბომონდი "აპრილის დიდი ბუნიობისათვის" ემზადება, თანამედროვე სამყაროს გეი რეევოლუცია ეპარება.
3 აპრილს აიოვას (Iowa, USA) უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა "კანონი, რომლიც ქორწინებას განმარტავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს ეწინააღმდეგება აიოვას კონსტიტუციის თანასწორობის მუხლს". ამით სასამართლომ გააუქა 1998 წლის კანონი, რომელიც ქორწინების უფლებას მხოლოდ აქლსა და მამაკაცს ანიჭებდა. აიოვა მესამე ამერიკული შტატი გახდა (კონექტიკუტისა და მასაჩუსესის შემდეგ) , რომელმაც გეი ქორწინება აღიარა. მართალია, რესპუბლიკელი სენატორი პოლ მაკ კინლი საკონსტიტუციო ცვლილებით იმუქრება, მაგრამ ამ პროცესს ალბათ უკვე ვეღარავინ გააჩერებს.

შეგახსენებთ, რომ აიოვას ამბაბდე ორი დღით ადრე შვედეთის პარლამენტმა დააკანონა შვედეთში გეი ქორწინება. შვედეთი 5-ე ევროპული სახელმწიფო გახდა ჰოლანდიის, ბელგიის, ესპანეთისა და ნორვეგიის შემდეგ რომელიც აღიარებს გეი ქორწინებას და ერთსქესიან ოჯახებს ორსქესიანი ოჯახების იდენტურ საკანონმდებლო გარემოს უქმნის.

ყველაზე მაგარი ისაა, რომ შვედური კანონი საშუალებას აძლევს წყვილებს არათუ სამოქალაქო წესით დაქორწინდნენ არამედ ჯვარი ეკლესიაში დაიწერონ. თუმცა კანონი ასევე უფლებას აძლევს მღვდელს უარი თქვას ჯვრისწერის ცერემონიის ჩატარებაზე, მაგრამ ავალდებულებს ალტერნატივა მოუძებნოს წყვილს ცერემონიის ჩასატარებლად. ძალიან მაგარი ქვეყანაა!
მოკლედ, ესეც ორშაბათის პოსტი. კვირის ენერგიულად დასაწყებათ კი პინკის ვიდეოს ნახვას გთავაზობთ. მე პირადად მაგარ ხასიათზე მაყენებს ;)
Pink - So what!

Sunday, April 5, 2009

პედრო - რეალური ცხოვრებიდან


2009 წლის 1 აპრილს MTV-მ ახალი სატელევიზიო სერიალი დაიწყო სახელად პედრო. ფილმი რეალური გმირის, კუბური წარმოშობის ამერიკელი და თანაც ძალიან საყვარელი ბიჭის პედროს რეალურ ცოვრებას ასახავს. პედრო პირველად 1994 წელს გამოჩნდა MTV-ზე რეალითი შოუში "The Real World" და ოფიციალურიად განაცხადა რომ გეია და თანაც HIV ინფიცირებული. 1994 წელს ამერიკაშიც კი ეს ამბავი დიდი სკანდალის დასაწყისი იყო. თუმცა, გურჯისტანის "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიისაგან განსხვავებით, პედრო შოუდან არავის გაუგდია (ეტყობა მაგათი მთავარი "ბაბუაწვერა" ეგეთ ამბებში არ ერევა). სკანდალის მიუხედავად პედრომ შოუს მონაწილეების და შემდეგ მთელი ამერიკის დიდი სიყვარული და მხარდაჭერა დაიმსახურა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე მძიმე წუთებში კი პედროს თავად პეზიდენტმა კლინტონმა დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა. მახსოვს ამ ეპიზოდს რომ ვუყურე თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.

პედრო დღეს უკვე ბრენდია და მის სიტორიას, თავად მთავარი გმირის მონაწილეობით, MTV-ზე სატელევიზიო ფილმი გვაცნობს. მინდა თქვენც ნახოთ, პრომო მაინც. ისე MTV გვპირდება ეპიზოდების საიტზე უფასოდ განთავსებას. ვნხაოთ რა გამოვა.



Blog Widget by LinkWithin