გაყინული ყვავილი - ასე ქვია ახალ სამხრეთ კორეულ ფილმს, რომელიც ფრიად საინტერესო და დამაინტრიგებელ ამბავს მოგვითხრობს კორეის სამეფო დინასტიის (გორიეო) ისტორიიდან. რეჟისორი იო ჰა-ს (Yoo Ha) კომენტარით ფილმი ორი მამაკაცის სიყვარულს ეხება. ისტორია გორიეოს მეფის შესახებ, რომელსაც საკუთარი დაცვის უფროსი სიგიჟემდე შეუყვარდება. რთული ვითარება რთული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. ტახტი, დინასტია და ქვეყანა მეფისაგან მემკვიდრის დატოვებას მოითხოვს. შიდა თუ გარეშე მტერი მოუთმენლად ელოდება მეფის შეცდომას. გამოუვალი მდგომარეობიდან მეფე გამოსავალს პოულობს. მემკვიდრის გაკეთებას ის საკუთარ საყვარელს სთხოვს.
ნახეთ 1ლი ვიდეო - ფილმის ტრაილერი და 2-ე ვიდეო - ცხარე სექსუალური სცენა მეფესა და მსახურს შორის.
შეპირებისამებრ სიურპრიზი ბლოგის სტუმრებს. ვისაც დღეს დილით დაგდებული პოსტი, უფრო ზუსტად კი ვიდეო, მოგეწონათ შეგიძლიათ ფილმი უკვე ქართული სერვერიდან ჩამოქაჩოთ. ძალიან სასაცილო, ძალიან ვნებიანი, სახალისო გეი ფილმი - Eating Out 2. ბიჭები გენიალური სხეულით, სიყვარლი და განშორება, ჩაიკა გოგონები, ჰომოჰობი პიდრიკუნები (დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ ეგეთებიც არიან) და მოულოდნელი ფინალი. შინაარსზე ნამეტანი ნუ ჩაიციკლებით, უბრალოდ უყურეთ მეგობრებთან ერთად. ფილმი სამწუხაროდ ინგლისურადაა და თუ ეს ენა არ გესმით, მაინც უყურეთ. სახალისო ბევრია.
ორშაბათის სასიამოვნო ემოციებით დაწყება მნიშვნელოვანია, რათა მთელი კვირა სასიამოვნო, რომანტიული დაპროდუქტიული გამოვიდეს. გთავაზობთ ახალ კლიპს და გასაოგნებელ გეი კოცნას საუნდთრაკიდან ფილმისათვის "Between Love & Goodbye". ფილმის პრემიერა თებერვალში ნიუ იორკში შედგება. მუსიკა ჯგუფ The Inertia Kiss ეკუთვნის, რომლის სოლისტი საიმონ მილერი ფილმის ერთ ერთი მთავარი გმირია. სასიამოვნო და რომალტიულ კვირას გისურვებთ ყველას ;)
დამწვარი ფული (Plata Quemada) - ფილმი 2000 წელსაა გადაღებული რეჟისორ მარსელო პინიეროს მიერ. ესაა არგენტინულ-ფრანგულ-ესპანურ-ურუგვაიული პროდქტი რომლემაც გოიას საერთაშორისო პრიზი აიღო საუკეთესო ესპანურენოვანი ფილმისათვის. ფილმი ნამდვილ ამბებზეა აგებული, რომელიც არგენტინაში 1965 წელს განვითარდა. სიუჟეტი ყველაზე გახმაურებულ არგენტინული ბანდის ისტორიას მოგვითრხრობს, რომელსაც ნენე და ანხელი, კუერვოსთან ერთად მეთაურობენ. ბანდა წარმატებით ძარცვავს არგენტინულ ბანკებს, თუმცა სისხლიანი შეტაკება აიძულებთ ურუგვაის შეაფარონ თავი.
ბიჭები განუყრელნი არიან. პრესა ნენეს და ანხელს "ტყუპებს" უწოდებს, თუმცა ისინი არათუ ძმები, ერთმანეთის მსგავსნიც არ არიან. ნენე და ანხელს ერთმანეთთან მეგობრობის გარდა უდიდესი სიყვარული აკავშირებთ...
მე მგონი საკმარისია შესავლისათის. დაქაჩეთ და ნახეთ მართლა ძალიან კარგი ფილმი ძარცვის, მძაფრი შეგრძნებების, სისხლის, დამწვარი ფულის და ძალიან დიდი გეი სიყვარულის შსახებ.
ბოლო კადრებზე ცრემლი თუ არ მოგერიათ ე.ი. თქვენ ბი ხართ და არა გეი :)
მორიგი ფრანგული ფილმი გეი თემატიკით. ამჯერად 2006 წლის კომედია. პირადად ძალიან ვიხალისე.
ფილმი 30 წლის ფრანგ ბიჭუნაზე, რომელიც თავის მშობლებს თავისბოიფრენდს წარუდგენს. "ქამინაუთზე" ბევრი ფილმი მინახავს, უბრალოდ აქ ერთი სხვაობაა. ამჯერად საქმე ზრდასრულ ადამიანს ეხება და არა თინეიჯერ ბიჭს. ოჯახური ალიაქოთი, თინეიჯერი ძმა, რომელიც მოშნად ჩაერთვება სიტუაციაში და ბევრი სახალისო და ზოგჯერ სევდიანი მომენტი. მოკლედ კარგი ფილმია, აუცილებლად ნახეთ!
ფილმს რამოდენიმე საერთაშორისო პრიზი აქვს აღებული. მათ შორის ნიუ ორკის გეი და ლესბოსელების ფილმების ფესტივლის პრიზი, უცხოურ ფილმებში საუკეთესო სცენარისათვის და ბრიუსელის გეი და ლესბოსელების ფესტივალის მაყურებლეთა სიმპატიის პრიზი.
ნუ რაღა თქმა უნდა კვლავ დიდი მადლობა Yak Lhu-ს ლინკის მოწოდებისთვის.
მორიგი, ძალიან ლამაზი გეი ფილმი - უბრალოდ სიყვარულის საკითხი. ფილმი 2000 წელსაა გადაღებული ფრანგ რეჟისორ კრისტიან ფურეს მიერ. ესაა ორი ბიჭის სიყვარულის ისტორია, რომელთაგან ერთ ერთი ღიად ჰომოსექსუალია, მეორე კი ფარავს და ორმაგ რთულ ცხოვრებას ეწევა. ნუ რაღა თქმა უნდა ფლიმში მნიშვნელოვანია "ქამინაუთის" საკითხი და როგორ ახდენს ეს გავლენას ადამიანის და მისი ახლობლების ცხოვრებაზე.
ფილმი ისევ ჩვენმა მეგობარმა Yak Lhu-მ გამოგვიგზავნა და კვლავ ძააააალიან დიდი მადლობა მას ჩემი და ბლოგის სასტავის სახელით ;)
ვიტყოდი რომ რეჟისორი მართლა ძალიან ძლიერია და მსახიობებიც თავის დონეზე არიან. რაც მთავარია მათ ვისაც უყვარს ფრანგული ფილმები, წინ დიდი სიამოვნება ელოდებათ. ფილმი კლასიკური ფრანგული კინოს ტრადიციებშია გადაღებული, რომელიც ასეთ ინტიმურ ისტორიებს დიდი სითბოთი, გემოვნებით და სიყვარულით წარმოაჩენს. მართალი გითხრათ ცრემლი მომერია სცენაზე, როცა მანქანაში სედრიკი ლორენს სიყვარულში გამოუტყდება. აუცილებლად ნახეთ!
ბიჭებო და გოგონებო, როგორც სჩანს ჰოლივუდი სერიზულად აპირებს გეი თემატიკაზე ფოკუსიერბას. თითქოს სულ ახლახანს ვბღაოდით „კუზიანი მთაზე“, შემდეგ „მილკი“ (მე პირადად ამ ფუილმზეც არანაკლები ვიბავლე) და ახლა კი ჰოლივუდი ახალი პრემიერისათვის ემზადება - მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის. ამჯერად ბედნიერება გვექნება ვიხილოთ კომედია გეი მოტივებზე. ამ ამბავმა ძალიან გამახარა. ცოტათი დავიღალეთ დრამა ქვინებისაგან.
ყველაზე მაგარი ისაა, რომ ფილმში გეი პერსონაჟების უჩვეულო როლში ვიხილავთ: ჯიმ ქერის (ვერასოდეს ვიტანდი მაგრამ ზოგერ ძალიან სასაცილოა), ევან მაკ გრეგორს (ვაუუუუუ!!!!) და როდრიგო სანტოროს( ვაჰაააუუუ!!!!!!)
მოკლედ ძალიან გამიხარდა. სიუჟეტს სამწუხაროდ დეტალურად ვერ მოგიყვებით, რადგან ძალიან აბურდულად წერენ გეი საიტები. მოკლე აზრი იმაშია, რომ ჯიმ ქერი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. სახლში ის პატიოსანი მეუღლეა, გარეთ კი ფარული გეი. ავტოავარიის შემდეგ ის ბოლომდე გააცნობიერებს საკუთარ ორიენტაციას და კომიდან გამოსვლისას მისი პირველი სიტყვებია - მე ვარ გეი! როგორც ყველამ კარგად ვიცით გეი ცხოვრება ძვირი სიამოვნებაა - შმოდტკები, ბარები, კარგი ბფ... როდრიგო სანტორო.. ამას კი სრიოზული ფული ჭირდება. ხოდა ისიც გადაწყვეტს ამჯერად გეის და აფერისტის ცხოვრება შეათავსოს. როგორც ხდება ხოლმე, თავიდან გიმართლებს მერე კი არა.. ასე აღმოჩნდება ქერი ციხეში, სადაც რა თქმა უნდა თავის ცხოვრების სიყვარულს - ევან მაკ გრეგორს იპოვის, თანაც საკუთარ კამერაში ;) გაქცევა, ემოციები, სასაცილო პაროდიული სცენები გეი ცხოვრებაზე.. მოკლედ მე მგონი ბევრს ვიხალისებთ! ფილმი თებერვალში გამოვა. დაველოდოთ და ვნახოთ.
საინტერესო კიდევ ისაა, რომ სამივენი დიდის ამბით ემზადებოდნენ გადაღებებისათვის. სამივე მეგობრულად დაძვრებოდა გეი ბარებში - მაიამიზე და ლოს ანჟელესში და დიდი მოთმინებით ცდილობდნენ განათლებულიყვნენ ამ სამყაროს შესახებ. ეს მართლაც წასახალისებელია. ისე დარწმუნებული ვარ თვითონაც ბევრს იხალისებდნენ. ამ ყველაფრის შედეგად მაკ გრეგორი ან როდრიგო სანტორი ცოტათი თუ დაფიქრდებოდნენ საკუთარი თავის შესახებ კარგი იქნებოდა. ორივეზე ჭკუა მეკეტება ;)
ესეც რამოდენიმე სურათი გადაღებებიდან.
მეტს აღარ გავაგრძელებ და ამჯერად YouTube-ის თრეილერით შემოვიფარგლოთ.
ამერიკის გეი საკაბელო ქსელის პირველი მხატვრული ფილმი თავშესაფარი (Shelter) 2007 წელს გამოვიდა. ძალიან თბილი, გულის გამათბობელი ფილმი ლამაზი სიუჟეტით. ფილმი დიდი ეკრანისთვის ყოფილა განკუთვნილი, თუმცა კრიტიკების წყალობით ფილმი მაინც სატელევიზიოდ დარჩა. მიუხედავად იმისა რომ სან ფრანცისკოს გეი და ლესბი ფილმების ფესტივალზე ფილმმა ვერ მოახერხა პრიზის აღება, მე უდიდესი სიამოვნებით ვუყურე. მოგეხსენებათ ჩვენ არც ისე გაბლატავებულები ვართ ლამაზი და თბილი გეი ისტორიებით, რომელსაც არ ჭირდება დიდი ტვინის ჭყლეტვა. იმას ვგულისმობ, რომ ჩვენთან ყოველთვის პოპულარობით ის გეი ფილმები სარგებლობენ, რომელიც ტვინის დაძაბვას მოითხოვს და აგატა კრისტობას რათა დაადგინო ვინაა ამ ფილმში გეი, ან ვინ ვინ გაჟიმა.
გირჩევთ ფილმი გადმოწეროთ, რომანტიულ ტალღაზე განეწყოთ (დარჩეთ ჰომოფობი სასტავის გარეშე) და დატკბეთ ერთი ლამაზი გეი ისტორიით.
მინდა ავღნიშნო მუსიკა. მათლა უზადოდ ედება ფილმის ყოველ სცენას (Shane Mack - Lie to Me).
ფილმი ინგლისურადაა ოღონდ რუსული ტიტრებით. ეს მე მგონი ოპტიმალურია მათთვის ვისაც ფილმის ნახვა ორგინალში სურს და მათთვისაც ვინც კარგად არ ფლობს ინგლისურს და რუსულად სურს თვალის მიდევნება.
ლინკი ქართულ სერვერზეა და სწრაფად ჩამოტვირთავს. დააჭირეთ აქ!
ისიამოვნეთ!
მოკლედ, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს Yak Lhu-ს ლინკის მოწოდებისათვის. მიხარია რომ ჩვენი ქომიუნითი ცოტ ცოტათი ცოცხლდება.
ძალიან საყვარელი გეი ფილმი, რომელიც ჩემდა გასაოცრად ტრილერის პონტშია აწყობილი. კრიმინალი, ქუჩური გარჩევა, ორი „ძერსკი“ მაგრამ ძალიან სიმპატიური ბიჭი, რომელებიც „ქუჩაში“ იწყებენ ურთიერთობას და ლოგინში აგრძელებენ. სხვისგან დამალული სიყვარული, საიდუმლო შეხვედრები და ოცი წელი წომელიც წამიერად გადის, მაგრამ გრძნობებს ვერაფერს უშავებს. ფილმი „კუზიან მთას“ წააგავს, თუმცა არის სცენები რომელიც „The Talented Mr. Ripley” ეხმაურება, ჯად ლოს და მეთ დეიმონის რომანტიულ გარეირნებას გაგახსენებთ სკუტერით. ოპერატორი შსანიშნავად მუშაობს და იმდენად სექსუალურად წარმოაჩენს ორი მაჩოს შიშველ სხეულს, რომ ნერწყვის ყლაპვით დაიღლებით. ფილმი მგრძნობიარე მელოდრამაა, თუმცა გულში ძალიან მაცდუნებელ აზრებს გიღვივებს. მიმზიდველი სასიყვარული სცენები, წვიმაში დანამული სხეული, მამაკაცის ულამაზესი კანის დეტალები, ვნებიანი კანი, სექსის ოფლის ნამი შიშველ სხეულზე... მოკლედ გაჩითეთ სადმე და აუცილებლად ნახეთ.
მაგარი ამბავი! რეჟისორი გას ვან სანტი 26 ნოემბერს თავისი ახალი ფილმის „მილკი“ პრემიერისათვის ემზადება. გას ვან სანტი განსაკუთრებით საყვარელი რეჟისორია ალბათ ყველა ჩვენგანისთვის ვინც ერთხელ მაინც ნახა მისი ადრინდელი ფილმი „ჩემი პირადი აიდაჰო“ (My Private Idaho.1991 ) რივერ ფენიქსისა და კეანუ რივზის მონაწილეობით. (მე პირადად ძაალიან ბევრჯერ ვნახე, სხათაშორის Gol.ge-ზე გდია) აიდაჰო დღესაც წამყვანია გეი საკულტო ფილმების სიაში. ნუ კეანუზე არაფერს ვამბობ ;) უფრო მაგარი ამბავი ისაა, რომ ფილმის მთავარ გმირს -ჰარვი მილკს - შონ პენი ასახიერებს!!!! და კიდევ მაგარი ამბავი, რომ მილკის ბოიფრენდის - სკოტ სმიტის - როლში ჯეიმს ფრანკოს ვიხილავთ! ყველაზე ძალიან გლიჯავს, რომ ფილმში ჰოლივუდის სექსი მექალთანე, აბსოლუტური სთრაიტი, მადონას პირველი ქმარი და მართლა მაგარი ტიპი შონ პენი ჯეიმს ფრანკოს ეზასავება. ნუ ჯეიმს ფრანკო (ფილმებიდან: Spider Man, Flyboys) ხომ მართლა სექსია და სექსი!
ფილმი ჰარვი მილკის ისტორიას მოგვითრხრობს. მილკი თანამედროვე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი საჯარო მოხელე, რომელიც ღია ჰომოსექსუალი იყო და 1978 წელს სან ფრანცისკოს მერად აირჩიეს. მილკის ისტორია ლამაზი ამაღელვებელი ამბავია, რომელიც მისი ტრაღიკული მკვლელობით დასრულდა. ჰარვი მილკი თანამედროვე გეი სამყაროს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და როგორც კრიტიკოსები ამბობენ შონ პენმა მისი პერსონაჟის უბადლო განსახიერება შესძლო.
ფილმი კი ნოემბერში გამოდის მაგრამ ჩვენ მოგვიწევს პირატული ვერსიების ქაჩვა. გაგახსენებთ, რომ არც ამირანმა და არც რუსთაველმა „კუზიანი მთა“ ეკრანზე არ გააჭაჭანა. მილკსაც ალბათ იგივე ელოდება. არაფერია, ვიდეოპირატები იყვნენ კარგად და თუ რამეა ფილმის კერძო ჩვენებებიც მონავწყოთ ;)
ჯეიმს ფრანკო ამერიკის #1 გეი ჟურნალის “OUT Magazine” ახალი ნომრის გარეკანიდანზე გაიჩითა. თავად სთრაიტია (და პლზ ოცნებებში ნუ ჩამიკუკებთ:)), თუმცა ჯურნალთან ინტერვიუში მაგარი კომენტარები გააკეთა. მთელი სტატია ვერ ვთარგმნე, დამეზარა მარა იზუმინკებს ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ჯეიმს ფრანკოსთან ინტერვიუ „აუთ მაგაზინში“ დაიბეჭდა
„ფილმში ყველაზე რთული სცენა კოცნა იყო. მე და შონს სამი წუთის განმავლბაში უნდა გვეზასავა. სცენას ხალხით გადაჭედილ ადგილას, სან ფრანცისკოში, კასტროს ქუჩაზე ვიღებდით. ქუჩა გადაკეტილი არ ყოფილა და ამიტომ 200 მდე გამვლელი მოგვჩერებოდა. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო. მე ვნერვიულობდი და თან კოცნა ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო. მე გოგონასაც კი ვერ ვაკოცებდი ამდენ ხალხში. პირველი კოცნის შემდეგ ყინულიც დადნა და მერე ნელ ნელა გამიადვილდა. შონ პენმა მადონას (ყოფილ ცოლს) დაუმესიჯა „ნავსი გავტეხე და პირველად ვიზასავე კაცთან. არ ვიცი რატომ მარა ამ დროს რატომღაც შენ გამახსენდი“. მადონას მესიჯმაც არ დააყოვნა „გილოცავ ძვირფასო“. ფილმის რეჟისორმა გას ვან სანტმა აღნიშნა, რომ ჟეიმსისათვის „ჩემი პირადი აიდაჰო“ შთაგონების წყარო იყო.
„ფილმი ბევრჯერ ვნახე“ ამობობს ფრანკო. მიხარია, რომ გასიც (რეჟისორი) აღნიშნავს ამ ფილმის ზემოქმედებას ჩემი გმირის განსახიერებაზე „მილკში“. ვიცი რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფილმია გეი საზოგადოებისათვის. მე ბევრი სთრაიტი ვიცი ვისაც ძალიან უყვარს ეს ფილმი. ისეთ ემოციებს აღძრავს, რომ ბევრჯერ გინდა მისი ნახვა.“ მერე დაძენს „ვაღმერთებ რივერ ფენიქსს. ის იმდენად მაგრად თამაშობს რომ მოგინდება შენც სცადო და ერთხელ მაინც ითამაშო უსახლკაროს როლი, გეი მამაკაცის როლი.“
„რთული კიდევ ერთი სცენა იყო. მე სრულიად დედისშობილა მომიწია ცურვა ბასეინში რომლის გარშემოც უამრავი ჩაცმული ადამიანი დადიოდა. ძალიან დავიბენი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი - დაწყნარდი, შენ გას ვან სანტის ფილმში თამაშობ. ყველაფერს გავაკეთებ როგორ საჭიროა - მოკლედ მთავარი ისაა რომ ძალიან კმაყოფილი არ რომ ფილმში მონაწილეობა მივიღე,“ -ამბობს ჯეიმს ფრანკო. არ ვიცი რას ამბობს ჯეიმს ფრანკო, მაგრამ სანამ ამას ვწერდი ორი აზრი მაწუხებდა - რატომ თამაშობენ ჰოლივუდის გრანდიოზულ ფილმებში გეებს სთრაიტები> და მეორე -ვის უფრო გაუმართლა შონ პენს თუ ჯეიმს ფრანკოს?