Showing posts with label Celebrities. Show all posts
Showing posts with label Celebrities. Show all posts

Tuesday, June 14, 2011

კვლავ მარლონი. Some more Marlon TEIXEIRA

თუმცა, ცოტათი განსხვავებულ ამპლუაში. ეჰჰჰ... :)


Sunday, July 19, 2009

Few Shots of Jesus Right After Debut on the D&G runway - ფოტოები ხესუს ლუზის მილანური დებიუტის შემდეგ

I don’t get what’s a big deal about Madonna’s new toy boy Jesus Luz. Ordinary guy for Brazil made unbelievable jump in his career thanks to the greatest pop diva of our times and now we see him everywhere. Out in the current issue of Italian GQ, here is the editorial of my favorite photographer Mariano Vivanco shot featuring Jesus Luz. This story was shot at the Metropole in Milan immediately following his debut on the Dolce & Gabbana runway. I have to admit that he looks not bad (even sexy) on the pics but credits belong to very talented photographer and his team.

არ მიყვარს ხესუს ლუზი და ძალიან მიკვირს ამ ათას ყ**ზე გადამხტარმა მადონამ რა დაინახა ამ ცხვირმოუხოცავ ბიჭში. ამბობენ გრანდიოზული "ღირსება" აქვსო. მე არ მჯერა. ტრუსებში მაინც გვყავს ნანახი. ივნისი-ივლისის განმავლობაში მილანის და პარიზის ფეშენი ვიქები ლუზით იყო გადაძეძგილი; დოლჩე გაბანას და სხვა ტოპ ბრენდებთან ექსკუზივების გარდა ხესუსი იტალიურ GQ-ს ფურცლებზე გამოჩნდა და არც თუ ისე ცუდად გამოიყურება ჩემი საყვარელი ფოტოგრაფის მარიანო ვივანკოს (Mariano Vivanco) წყალობით.







I’m also posting behind scene shots of Jesus and Mariano.
ეს კი ორი ფოტო კულისებიდან. მარიანო ვივანცო და ხესუს ლუზი.

Friday, July 10, 2009

დიდი ხანია ედილსონზე არაფერი გვსმენია

კვირის განმავლობაში იმდენი ვისაუბრეთ ედილსონ სანციმენტოს (Edilson Nascimento) შესახებ, რომ მგონი ყურები აეწვა... უფრო ზუსტად თი ვიტყვით, ყურები იმ ხალხს აეწვა ვინც პერიოდულად ედილსონის ახალი ფოტოებით გვანებივრებს ხოლმე. ფოტოები ჟურნალის "Ocean" გაზაფხული-ზაფხულის ნომერიდან.

ვისურვებდი სხვა სურათების შემოთავაზების საშუალება მქონდეს, მაგრამ რა ვქნა... იძულებული ვარ ედილსონთან ერთად ჩემს ბლოგზე ეს "კაროვაც" განვათავსო :(


Tuesday, July 7, 2009

ჰით ლეჯერის ხსოვნას

ჟურნალმა Vanity Fair აგვისტოს ახალ ნომერში ჰით ლეჯერი (Heath Ledger) გაიხსენა. ბრიუს ვებერის (Bruce Weber) ეს ფოტოები 2000 წელს დაიბეჭდა ჟურნალის ფურცლებზე. აგვისტოს ნომერში ძველი და რამოდენიმე გამოუქვეყნებელი ფოტოს დაბეჭდვით Vanity Fair კიდევ ერთხელ პატივის მიაგებს ავსტრალიელი ვარსკვლავის და ჩვენთვის ალბათ ერთ ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობის ხსოვნას.











ჟურნალის ლინკი Vanity Fair

Sunday, June 7, 2009

ალბანელმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა კრიშტიანუ რონალდუს შეურაცმყოფელი პლაკატები გამოფინეს



მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც ტირანაში, ალბანეთში გაიმართა ალბანელმა გულშემატკივრებმა კრიშტრიანუს პლაკატი გამოკიდეს, სადაც მას თავზე მის მსოფლიოს დიადემა ადგას. სურათს ქვემოთ ტექსტი ამბობს MISS WORLD 2010! ნუ იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ ალბანელები მაგრა ყ**ურად მოიქცნენ, არც იმაზე ვიტყვი რამეს რომ ეს გამოხტომა მწარდედ ჰომოფობიურია, უბრალოდ ვსვავ კითხვას რატომ აღიზიანებს ფეხბურთის სთრაიტ გულშემატკივრებს კრიშტიანუ. მანჩესტერის და ბარსელონას თამაშის წინ ამ თემაზე ჩემს სთრაიტ მეგობარსაც ვეჩხუბე. ამის დედა**** ყველა აღიარებს, რომ რონალდუ უძლიერესი ფეხბურთელია, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მწვრთნელები თამაშს კრიშრიანუს განეიტრალებაზე აწყობენ, თამაშის დროს ნახევარი გუნდი კრიშტიანუს დასდევს, რომ კარში დარტმის საშუალება არ მისცეს, თანაც შარშან კრიშტიანუ ოფიციალურად მსოფიოს ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდა და რატომ ცოფდებიან ასე ფეხბურთის ფანები არ მესმის. ჩემი აზრით კრიშტიანუს სექსუალურობა და მანერები აწუხებთ, ვერ ეგუებიან ფაქტს რომ ლამაზი ბიჭი რომელიც ასეთი პოპულარულია როგორც ქალთა მოდგმის ასევე მსოფლიოს გეი ქომიუნითიში ფეხბურთის ღმერთი გახდა. ვერ ეგუებიან, რომ 24 წლის ბიჭი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ფეხბურთელია (ბექჰემის შემდეგ რა თქმა უნდა) და ყველაზე დიდი ჰონორარი, საკუთარი ტანისამოსის ხაზი და ძააააალიან ბევრი ფული აქვს. ჰომოფობო ფეხბურთის ფანებო, გულზე ნუ სკდებით, რომ მიუხედავად გახვრეტილი ყურებისა, მინი შორტებისა, გაპარსული ფეხებისა და ამოპუტული წარბებისა, ის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი და ყველაზე სასურველი კაცია! შეგვარგეთ ერთი რონალდუ!


და თუ არ შეგვარგებთ და ისევ ტვინის ხვრეტას დაიწყებთ, იცოდეთ რომ ჩვენც (რონალდუს ფანებს) და თავად კრიშტიანუ რონალდუ დოს სანტოს ავეიროსაც ეგ ამბავი სულ იმ ადგილზე კიდიათ (იხ. სურათი).

Saturday, June 6, 2009

კრიშტიანუს სარდინიული არდადეგები, დღე 4

ორიოდე დღის წინ უკვე დავდე პოსტი კრიშტიანუ რონალდუს (Cristiano Ronaldo) სარდინიული არდადეგების შესახებ და შეგპირდით აუცილებლად გამცნობდით თუ რას გამოაგდებდა შემდგომ დღეებში პლანეტის ერთ ერთი უსექსუალურესი ფეხბურთელი. როგორც მოველოდით კრიშტრიანუმ ბევრი იჭყუმპალავა, რაღა თქმა უნდა თავის ყველაზე ცნობილ "კუპალნიკში" და სველი ტრაკით კიდევ უფრო აგვიშალა საღერღელი. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო თავად დასტკბით ;)







ყველაზე მეტად რაც რონალდუს "პლავკებში" მომწონს მისი ფერი და გამჭვირვალობაა. დასველებისას შეგიძლია გარკვევით შეაფასო კრიშტიანუს ტკბილეული. თანაც რომ უდგება, "პლავკები" ამის დაფარვას არც კი ცდილობენ. გაიხაროს რონალდუმ!

ისე, შეგახენებთ, რომ ზუსად ეს "პკლავკები" გახდა დიდი მითქმა მოთქმის საგანი ერთი წლის წინ ბევერლი ჰილსის ჭორის დეიდებში. შეგიძლიათ შარშანდელ ფოტოებსაც გადახედოთ ლოს ანჟელესის პლიაჟებიდან ;) ამ ბიჭმა ამ ფითქინა "პლავკებს" რომ უღალატოს, მე პირადად ძალიან მეწყინება.

ლოს ანჟელესი 2008წ


Thursday, June 4, 2009

კრიშტიანუს სარდინიული არდადეგები

ბარსელონასთან მწარედ დამარცხების შემდეგ მანჩესტერ იუნაითედისა და ყველა გეი მამაკაცის გულის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იტალიაშ ი, კერძოდ კი სარდინიაზე წატუსტუსდა. პატარას დასვენება მოუნდა და მაისისს ბოლოს, გასულ შაბათს კრიშტიანუ უკვე სარდინიის სანაპიროებზე ეფიცხებოდა მზეს. პაპარაცებმაც არ დააყოვნეს და მისი არდადეგების ქრონოლოგიას შეგვიძლია წუთი წუთზე მივყვეთ. თუმცა მე მხოლოდ გეი-მოტივირებულ ამბებს შემოგთავაზებთ.

დღე პირველი

კრიშტიანუ სანაპიროზე დასეირნობს და დრო და დრო სასტუმროს აუზს აბედნიერებს თავისი უსექსესი სხეულის გრილ წყალში ჩაწობით. კრიშტიანუს მოკლე რუხი ფერის შორტები აცივია და დრო და დრო პაპარაცებს ბაყვნარსაც ანახებს. ძძძძძააალიან სექსია ეს ბიჭი და რა გინდათ?






დღე მეორე

კრიშტიანუმ თავისი საყვარელი თეთრი მოკლე მოკლე შორტები ამოთხარა, რომლითაც შარშან ბევერლი ჰილსი და ლოს ანჟელესის პლიაჟები აიკლო. შორტების სიგრძის დამოკლება აშკარად შესამჩნევია და იმედი მაქვს ეს ტენდენცია "კომანდომდეც" მოგვიყვანს ;)




დღე მესამე

და დღე იგი უცნაური. კრიშტიანუმ ყველა განაცვიფრა, როდესაც საზოგადოებას ყურსუკან ყვავილ გარჭობილი გამოეცხადა. ეს ყოველად წარმოუდგენელი რამაა სთრაითი მამაკაცისათვის, პორტუგალიელისთვისაც კი. ყვავილი თმაში მხოლოდ ჰავაიზე და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებშია დასაშვები... ესეც არ იკმარა და კამერის წინ მუცლის კუნთების თამაშს მოყვა და არც კი შეუშმუშნია, როდესაც შიშვე მუცელზე ვინცა მახინჯმა მამაკაცმა დაუწყო თათუნი. მამაკაცი როგორც გაირკვა რონალდუს მეგობარია.



ნეტა რას გამოაგდებს შემდეგ დღეებში?? აუცილებლად დაგააფდეითებთ ;)
იფორმაციის წყარო

Saturday, May 30, 2009

ედილსონ ნასციმენტოს უფრო მეტი ფოტოები ჟურნალისათვის Booklet

გუშინ უკვე დავდე პოსტი ედილსონ ნასციმენტოს ახალი ფოტოებით ჟურნალისათვის Booklet, თუმცა დღეს საშუალება მაქვს დავამატო რამოდენიმე ფოტო რომლის დათრევა წინა პოსტისათვის ვერ მოვასწარი. რა ვქნა, ჭკუა მეკეტება ამ ბიჭზე... იმედია თქვენც მოგწონთ და მარტო მე არ ვარ დაედისონებულ-დაშიზოიდებული!









ნახეთ სხვა პოსტებიც ედილსონის სურათებით - წააწკაპუნეთ აქ!
Blog Widget by LinkWithin