Showing posts with label Sport. Show all posts
Showing posts with label Sport. Show all posts

Tuesday, June 16, 2009

შიშველი, შიშველი, შიშველი, რაგბი!!!

რაგბის კულტი ახალ ზელანდიაში ახალ სიმაღლეებს აღწევს. დარწმუნებული ვარ, ეომ გასულ შაბათს ფრანგული და ახალ ზელანდიური სტუდენტური გუნდების შეხვედრა კიდევ უფრო გაზრდის ამ ველურად სექსუალური სპორტის რეიტინგს. სტუდენტური გუნდები მოედანზე შიშვლები შეხვდნენ ერთმანეთს. ცოტათი მაშოკირებელი, მაგრამ ძალიან მიმზიდველი სანახაობა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი. დავესწრებოდი რა, ფანატიც გავხდებოდი ამ სპორტის და აღარც იმაზე ვიმტვრევდი თავს, რა ხდება ნეტა თამაშის შემდეგ გასახდელშიმეთქი :)

გადაპურწკნეთ სურათები და მერე ვიდეოსაც შეავლეთ თვალი სრული შთაბეჭდილების მისაღებად! და კიდევ ერთი - მოვითხოვ აღსდგეს ანტიკურ ბერძნული ტრადიციები და თამაშის დროს სპორტსმენები შიშვლები გამოვიდნენ სტადიონებზე, კორტებზე, აუზებზე და ა.შ. ეს მოთხოვნე პირველ რიგში წყალში მხტომელებსა და წყალბურთელებს ეხებათ! :))














ესეც, შეპირებული ვიდეო ;)


Sunday, June 7, 2009

ალბანელმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა კრიშტიანუ რონალდუს შეურაცმყოფელი პლაკატები გამოფინეს



მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც ტირანაში, ალბანეთში გაიმართა ალბანელმა გულშემატკივრებმა კრიშტრიანუს პლაკატი გამოკიდეს, სადაც მას თავზე მის მსოფლიოს დიადემა ადგას. სურათს ქვემოთ ტექსტი ამბობს MISS WORLD 2010! ნუ იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ ალბანელები მაგრა ყ**ურად მოიქცნენ, არც იმაზე ვიტყვი რამეს რომ ეს გამოხტომა მწარდედ ჰომოფობიურია, უბრალოდ ვსვავ კითხვას რატომ აღიზიანებს ფეხბურთის სთრაიტ გულშემატკივრებს კრიშტიანუ. მანჩესტერის და ბარსელონას თამაშის წინ ამ თემაზე ჩემს სთრაიტ მეგობარსაც ვეჩხუბე. ამის დედა**** ყველა აღიარებს, რომ რონალდუ უძლიერესი ფეხბურთელია, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მწვრთნელები თამაშს კრიშრიანუს განეიტრალებაზე აწყობენ, თამაშის დროს ნახევარი გუნდი კრიშტიანუს დასდევს, რომ კარში დარტმის საშუალება არ მისცეს, თანაც შარშან კრიშტიანუ ოფიციალურად მსოფიოს ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდა და რატომ ცოფდებიან ასე ფეხბურთის ფანები არ მესმის. ჩემი აზრით კრიშტიანუს სექსუალურობა და მანერები აწუხებთ, ვერ ეგუებიან ფაქტს რომ ლამაზი ბიჭი რომელიც ასეთი პოპულარულია როგორც ქალთა მოდგმის ასევე მსოფლიოს გეი ქომიუნითიში ფეხბურთის ღმერთი გახდა. ვერ ეგუებიან, რომ 24 წლის ბიჭი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ფეხბურთელია (ბექჰემის შემდეგ რა თქმა უნდა) და ყველაზე დიდი ჰონორარი, საკუთარი ტანისამოსის ხაზი და ძააააალიან ბევრი ფული აქვს. ჰომოფობო ფეხბურთის ფანებო, გულზე ნუ სკდებით, რომ მიუხედავად გახვრეტილი ყურებისა, მინი შორტებისა, გაპარსული ფეხებისა და ამოპუტული წარბებისა, ის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი და ყველაზე სასურველი კაცია! შეგვარგეთ ერთი რონალდუ!


და თუ არ შეგვარგებთ და ისევ ტვინის ხვრეტას დაიწყებთ, იცოდეთ რომ ჩვენც (რონალდუს ფანებს) და თავად კრიშტიანუ რონალდუ დოს სანტოს ავეიროსაც ეგ ამბავი სულ იმ ადგილზე კიდიათ (იხ. სურათი).

Thursday, June 4, 2009

კრიშტიანუს სარდინიული არდადეგები

ბარსელონასთან მწარედ დამარცხების შემდეგ მანჩესტერ იუნაითედისა და ყველა გეი მამაკაცის გულის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იტალიაშ ი, კერძოდ კი სარდინიაზე წატუსტუსდა. პატარას დასვენება მოუნდა და მაისისს ბოლოს, გასულ შაბათს კრიშტიანუ უკვე სარდინიის სანაპიროებზე ეფიცხებოდა მზეს. პაპარაცებმაც არ დააყოვნეს და მისი არდადეგების ქრონოლოგიას შეგვიძლია წუთი წუთზე მივყვეთ. თუმცა მე მხოლოდ გეი-მოტივირებულ ამბებს შემოგთავაზებთ.

დღე პირველი

კრიშტიანუ სანაპიროზე დასეირნობს და დრო და დრო სასტუმროს აუზს აბედნიერებს თავისი უსექსესი სხეულის გრილ წყალში ჩაწობით. კრიშტიანუს მოკლე რუხი ფერის შორტები აცივია და დრო და დრო პაპარაცებს ბაყვნარსაც ანახებს. ძძძძძააალიან სექსია ეს ბიჭი და რა გინდათ?






დღე მეორე

კრიშტიანუმ თავისი საყვარელი თეთრი მოკლე მოკლე შორტები ამოთხარა, რომლითაც შარშან ბევერლი ჰილსი და ლოს ანჟელესის პლიაჟები აიკლო. შორტების სიგრძის დამოკლება აშკარად შესამჩნევია და იმედი მაქვს ეს ტენდენცია "კომანდომდეც" მოგვიყვანს ;)




დღე მესამე

და დღე იგი უცნაური. კრიშტიანუმ ყველა განაცვიფრა, როდესაც საზოგადოებას ყურსუკან ყვავილ გარჭობილი გამოეცხადა. ეს ყოველად წარმოუდგენელი რამაა სთრაითი მამაკაცისათვის, პორტუგალიელისთვისაც კი. ყვავილი თმაში მხოლოდ ჰავაიზე და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებშია დასაშვები... ესეც არ იკმარა და კამერის წინ მუცლის კუნთების თამაშს მოყვა და არც კი შეუშმუშნია, როდესაც შიშვე მუცელზე ვინცა მახინჯმა მამაკაცმა დაუწყო თათუნი. მამაკაცი როგორც გაირკვა რონალდუს მეგობარია.



ნეტა რას გამოაგდებს შემდეგ დღეებში?? აუცილებლად დაგააფდეითებთ ;)
იფორმაციის წყარო

Tuesday, June 2, 2009

ფეხბურთის ღმერთები 2009

ბოლო დროს სპორტში საკმაოდ მოდური გახდა შიშველი კალენდრების გამოშვება. ამ ტრადიციას საფრანგეთის რაგბის ნაკრებმა ჩაუყარა საფყძველი ყოველწლიური კალენდრით Dieux De Stade, სადაც ფრანგული რაგბის ლეგიონერები შიშველი პოზირებენ ქველმოქმედებისათვის. ფრანგებებს არც ავსტრალიელები ჩამორჩნენ და ფანების მრავლმილიონიანი (ნუ, სულ სხვანაირი ფანების რა.. ) არმია ყოველწლიურად ელოდება ხან ავსტრალიელი ღმერთების (Gods of Football) კალენდრის, ხან ფრანგი და ა.შ. შიშველი ზორბა სპორტსმენების ფოტოების გაყიდვაში გამოშვებას. კიდევ უფრო მუღამიანია კალენდრის DVD ვერსია, უფრო სწორედ ფილმი იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს ფოტოსესია და იმის იმედით, რომ ვიღაცას კუტა გამოუშნდება, ფაბრიჩნი თუ არაფაბრიჩნი გოგონების არმადა საოცარ თანხებს ხარჯავს. როგორც იტყვიან приятное с полезным, ანუ ფულს კი ვხარჯავთ, მაგრამ თან ქველმოქმედებას ვეწევით :)

ამდენი, იმდენი ვილაპარაკე, რომ მინდა წარმოგიდგინოთ ფეხბურთის ღმერთების 2009 წლის ავსტრალიური კალენდარი და სულ ცინცხალი DVD, იმის შესახებ თუ როგორ იღებდნენ მას. სხვათაშორის, ქართველებს ორივე პროდუქტის გამოწერა Amazon.com-იდან შეუძლიათ.

Andrew Welsh


Chris Johnson


Daniel Conn


David Williams




Dene Halatau


John Williams


Justin Carney


Michael Osborne


Michael Witt


Tom Learoyd-Lahrs


Nick Youngquest




ეს კი DVD-ს თრაილერი. როგორია???

Thursday, April 30, 2009

შიშველი რეკლამა Nike-ისაგან

რამოდენიმე დღის წინ ბლოგზე ეს პოსტი დავაგდე "შიშველი რეკლამა Fashio156-საგან". როგორც სჩანს თრენდი მაგარი პოპულარული ხდება. შიშველი რეკლამა მართლაც პოპულარული ხდება და იმ სამ ბენეფიტს, რომელიც წია პოსტში ვახსენე ახლა უკვე კამერამენის ხარჯიც აკლდებაფ Nike-ის ეს სარეკლამო რგოლი უბერალო ვებ-კამერითაა გადაღებული.





ხო, მთავარი დამავიწყდა შიშველი სექსი სპრინტერი რეკლამაში ნიკ სიმონდსია (Nick Symmonds). კარგი ტრაკუცუნების ქონის გარდა ნიკი შესანიშნავი მრბოლელია და 800 მეტრიან დისტანციაში აშშ-ს ჩემპიონია. ალბათ ყველა ვერ გაბედავდა ტიტლიკანა სირბილს და ამის გარდა, ნაიკის რკლამაში რომ გაიჩითო ტრაკიც უნდა გქნოდეს და უნარი (ყველანაირი გაგებით).

ნახეთ Nike-ის რეკლამა - მოკლე და გრძელი ვარიანტები ;)
და უფრო რეკლამის დიდი ვერსია

Sunday, February 22, 2009

ბექჰემი ისევ იხდის

დარწმუნებული ვარ, რომ მილანში ახლა ძალიან ცივა. მიუხედავად იმისა ბექჰემი ძველ ჩვევას იხსენებს და მატჩის დასრულების შემდეგ მაისურს გაგიჯებული ფანების მიმართულებით ისვრის და თუ გგონიათ, რომ ტრიბუნებზე ბექსის მაისურისათვის ბრძოლას თინეოჯერი გოგონები და ქალები აწარმოებენ, მაშინ ძალიან ცდებით.. დევიდის ოფლიანი მაიკისათვის აღზნებული მამაკაცი "ბალელშიკები" ერთმანეთს თავ-ყბას უერთიანებენ :))

მიხარია, რომ ჩემი და ვიქტორიას სიცოცხლე ისევ მმაგარ ფორმაშია. ტატუშკებზე ვაფანატებ და კიდევ ერთი რამ, დაკვირდით ბექსის ძუძუსთავებს... სიცივეში ისე გამკვრივებული და გამაგრებულია... ო-ლა-ლა... ზოგს, რა ბედი აქვს ტოო (მახინჯ ვიქტორ-ვიქტორიას ვგულისხმობ)..

მოკლედ, გაერთეთ and enjoy your sunday, I'm already doing mine ;)

Blog Widget by LinkWithin