Showing posts with label Gay Fairytales. Show all posts
Showing posts with label Gay Fairytales. Show all posts

Tuesday, June 14, 2011

კვლავ მარლონი. Some more Marlon TEIXEIRA

თუმცა, ცოტათი განსხვავებულ ამპლუაში. ეჰჰჰ... :)


Saturday, May 23, 2009

კვავ ენტონი გეიტონი

ამჯერად გთავაზობთ ენტონი გეიტონის (Anthony Gayton) ნამუშევრებს სხვადასხვა სერიიდან. ჩემი აზრით მისი საუკეთესო ბრილიანტები ამოვკრიბე. შეგიძლიათ წინა პოსტებიც მოინახულოთ მისი სურათერბით ან უფრო სრული კოლექცია მის პეროსნალურ საიტზე იხილოთ.




























Monday, May 4, 2009

გეი მითოლოგია - ზევსი და განიმედე

მინდა ამ პოსტით ჩემს ბლოგზე ახალ რუბრიკას ჩევუყარო საფუძველი და პერიოდულად ძალიან მოკლედ მიმოვიხილო მსიფლიო ისტორიის, რელიგიის, კულტურისა და მითოლოგიის ნაწყვეტები, რომელშიც თანამედროვე გეი ცხოვრება იღებს სათავეს.

ჰომოსექსუალური ურთიერთობები ისეთივე ძველია, როგორც პირველი ჰეტეროსექსუალური სექსი, პირველი ჰეტეროსექსუალური სიყვარული და ოჯახი. სიყვარული ორ მამაკაცს ან ორ ქალს შორის მსოფლიოს მრავალი კლუტურისათვის ისეთივეჩვეულებრივია, როგორც სიტყვარული ქალსა და მამაკაცს შორის. ანტიკურ საბერძნეთში, თანამედროვე დასავლური კულტურის აკვანში, ასეთი ურთიერთობები არამარტო ჩვეულებრივ მოკვდავთა არამედ ღმერთების ცხოვრების შემადგენელი ნაწილიც იყო (წყარო: Pederasty in ancient Greece ). პლუტარქეს, ქსენოფონის, პლატონის და მრავალი სხვა გენიალური მოაზროვნისა თუ ისტორიკოსის ნამუშევრებში საკმაოდ დიდი ადგილია დათმობილი ამ საკითხებისადმი.


ბერძნული მითოლოგიაც უხავად გადმოგვცემს ისტორიებს აქილევსისა და პატროკლეს შესახებ, ზევსისა და განიმედეს, აპოლონისა და გეაცინტის, ჰერაკლესა და ჰილას შსახებ და მრავალი მრავალი სხვა. (წყარო LGBT themes in mythology)


ზევსი და განიმედე, ანტონი გეიტონის ნამუშევარი




ახლა კი ზევსი და განიმედეს შესახებ. მითის თანამხად ტროას მეფის ტროს შვილი განიმედე ყველაზე მომხიბლავი მიმზიდველი ყმაწვილი ყოფილა. ბიჭის სილამაზემ ოლიმპის მთავარი ღმერთი ზევსიც კი მოხიბლა. ზევსი იმდენად შეიპყრო ყმაწვილის სურვილმა, რომ გადაწყვიტა ემოქმედა.

ერთ დღეს ზევსმა ტროას უკუნი სიბნელე მოუვლინა. მთელი ქვეყანა წვდიადმა მოიცვა და მინდორში მყოფ განიმედესაც ტკბილად ჩაეძინა. ზევსი მიწაზე დაეშვა. გიგანტურ არწივად გადაიქცა და ჩაძინებული განიმედე ოლიმპზე გაიტაცა.


ოლიმპზე დაშვებულმა ზევსმა ყმაწვილი საკუთარ ლოგინში ჩაიწვინა. ტროელი უფლისწული ზევსის საყვარელი გახდა. გარდა ამისა მას ყოველდღე ზევსისათვის ოქროს თასით ნექტარის მირთმევა დაევალა. ოლიმპის მთავარმა ღმერთმა განიმედეს მამას, ტროას მეუფეს მდიდარი ძღვენი გაუგზავნა.


ზევსი განიმედეს იტაცებს. ანტონი გეიტონის ნამუშევარი.



ზევსის მეუღლე ჰერა ეჭვიანობამ აავსო. განრისხდა ქმრის საქციელზე. შეეცადა სხვა ღმერთები განიმედეს წინააღმდეგ განეწყო და ყმაწვილი მიწაზე განედევნა. მაგრამ განიმედეს სილამაზემ სხვა ღმერთებიც დაატყვევა. განრისხებული ჰერა ქმრის ნების წინააღმდეგ მაინც ვერ წავიდა, მაგრამ ბიჭის მოკვლას შეეცადა. ამის საპასუხოდ ზევსმა განიმედეს უკვდავება აჩუქა. ყმაწვილს ჰერა უკვე ვეღარაფერს ავნებდა. ამით განრისხებულმა ქალღმერთმა ჯავრი ტროაზე იყარა. ჰერამ ათენი ომის წყურვილით აღავსო და ტროას შეუსია. ბერძნებმა ქალაქი ცეცხლის ალში გაახვიეს. განიმედე კი მაინც ზევსთან დარჩა.


აი ასეთი, საყვარელი მითია.


ვისაც ისტორია უფრო ვრცლად გაინტერესებთ შეგიძიათ მოინახულოთ Wikipedia.

სარკის ორივე მხარეს

ბოლო დროს რაღაც ხშირად მომიწია ენტონი გეიტონის (Anthony Gayton) ნამუშევრების დაპოსტვა. მე მგონი მისი ფოტოები იმსახურებენ ამას. დღევანდელი სერიის სახელია 'სარკე სარკე" ანუ Mirror Mirror. როგორც ავტორი ამბობს ფოტოსერიაში ნარცისისა და ორფეუსის ისტორიაა მოთხრობილი. მე კი რაღაც ალისას ისტორია გამახსენდა სარკის მიღმა სამყაროში. კიდევ ერთი მომენტი, ფოტოებზე ერთი მოდელია გამოსახული, რომელიც გეიტონის მუზა ყოფილა. ისე, ასეთი მუზა არც მე მაწყენდა, ა? ')

(ნახეთ წინა პოსტებიც ენტონი გეიტონის ნამუშევრებით)











Saturday, May 2, 2009

ენტონი გეიტონის "სამოთხის შვიდი წყალობა"

დღეს გადავწყვიტე ენტონი გეიტონის (Anthony Gayton) კიდევ ერთი ფოტოსერია, უფრო სწორედ ფოტორომანი, დამეპოსტა. ფოტოსერიას სამოთხის შვიდი წყალობა ქვია. გეიტონმა ეს ნამუშევარი თავისი ცნობილი ფოტოსერიის "შვიდი სასიკვდილო ცოდვის" შემდეგ შექმნა. გეიტონმა რამოდენიმე განმარტება გააკეთა - "ეს სერია დაფუძნებულია ძალიან ბანალურ ნოველაზე, რომელიც უცნაურად ამეკვიატა. შინაარს არანაირ შეხება არა აქვს რელიგიასთან. უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა თუ რა უცნაური რამაა სიყვარული და რა მოულოდნელობებითაა აღსავსე ამ გრძნობასთან დაკავშირებული განვითარებები".

ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ გეიტონი ნამდვილი ვირტუოზია. მისი ფოტოების აღქმა მარტო ფოტოებად წარმოუდგენელია. ჩემთვის ის რენესანსის პერიოდისეული ოსტატია, რომელმაც ფოტოშოფის "ბრაში" კლასიკოსის ფუნჯის კატეგორიაში გადაიყვანა და ყოველი ნამუშევარი ღრმა შინაარსით დატვირთა.

მოკლედ, კარგად დაათვალიერეთ ანტონი გეიტონის ძალიან ლამაზი, ამავე დროს საკმაოდ უცნობი ფოტო-ისტორია "სამოთხის შვიდი წყალობა".








ტკბილი სიზმარი

ენტონი გეიტონის ამ ნამუშევარს დღეს შემთხვევით გადავაწყდი. სურათს ავტორმა ჰარემი დაარქვა. მე კი ვერ მოვიფიქრე პოსტს რა დავარქვა, ჩემი სიზმარი, ტკბილი ოცნება თუ რა... სურათი ცალკე ნახეთ სრული მაშტაბით და დარწმუნდებით, რომ ეს ბევრი თქვენთაგანის სიზმარიცაა და ოცნებაც და ბევრი სხვა რამ. კარგად დააკვირდით დეტალებს


Thursday, January 1, 2009

დილის ჩანახატი

ეს ისტორია რამოდენიმე დღის წინ მივიღე. ძალიან მომეწონდა და ბლოგზე გადავწყვიტე განმეთავსებინა. სხვათაშორის ავტორი გოგონაა. მისივე ნებართვით რამოდენიმე ფრაზა გადავაკეთე და სიტყვა გოგონა ბიჭით შევცვალე. სურათებიც ერთად შევარჩიეთ. როგორც ავტორი "ელენე" ამბობს ეს მისი ცხოვრების ისტორია და შემპირდა ამ ურთიერთობის დასასრულზე კომენტარი დამიტოვოს.

მეც გამოგიტყდებით და ამ ისტორიამ რაღაც ამბები გამახსენა ;)

თვალები ფრთხილად გავახილე. ოთახში ნელ-ნელა დილის სინათლე იპარებოდა. ფარდები წყვდიადის შენარჩუნებას ცდილობდნენ მაგრამ, სხივებს ძალა ემატებოდათ და ოთახის კონტურების გამოკვეთას ცდილობდნენ. ცხვირზე ცოტათი შემცივდა... ოთახში სასიამოვნო სიგრილე იგრძნობოდა. სქელი ფაფუკი საბნნს ქვეშ კი ძალიან თბილოდა... მეც ღრმად შევძვერი. ტანში სასიამოვნო გრძნობა მივლიდა. კუნთები არ მემორჩილებოდა. თვალებზე თითქოს ძილი მაწვებოდა და ცდილობდა კვლავ დამეხუჭა და სიზმარი გამეგრძელებინა. გული კი მოსვენებას არ მაძლევდა, თითქოს რაღაც ფრთხიალებდა, თითქოს ძალიან უხაროდა... გვერდიდან თბილ სუნთქვას ვგრძნობდი. სიამოვნება გულში მეღვრებოდა და ჩემი სხეულის ყოველ უჯრედს ენერგიით ავსებდა. სიფხიზლე ბურანს ებრძოდა. ცნობისმოყვარეობა კი უსაზღვრო კომფორტს, რომელსაც სიმშვიდის შენარჩუნება სურდა. თავში გასული ღამის წუთები მეორდებოდა. ღამით ნათქვამი ყოველი სიტყვა ჩურჩულით მეორდებოდა გონებაში. ყოველი შეხება, ყოველი ემოცია უსასრულოდ მეორდებოდა წარმოსახვაში.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვუყურებდი მისი სახის ნაკვთებს. თვალებს ვხუჭავდი, წამწამების ქვემოდან ვიყურებოდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხელი მის მკერდზე მედო. მინდოდა მოვფერებოდი მაგრამ გაღვიძების მეშინოდა. მისი სხეულის სურნელი თავბრუს მხვევდა. სადღაც სიღრმეში თბილი გრძნობა დაიძრა. მთელს სხეულზე მომედო და თვალებს დააწვა. ტკბილად ჩამეძინა.

მეგონა საუკუნე გავიდა. კედლის საათი მხოლოდ ცხრას უჩვენებდა.

შეიშმუშნა, მერე ღრმად ჩაისუნთქა. თვალები ნახევრად გაახილა. გვერდიდან ეშმაკურად გამომხედა და ტუჩების კიდეები გახსნა. მივხვდი რომ ასე მომესალა. გავუღიმე. გადმობრუდა და მკლავები შემომხვია. ზურგით ვიწექი და ყურის ძირში მისი თბილი სუნთქვა მეფერებოდა. მათბობდა. თითები თეძოებიდან კისრისკენ მიუყვებოდა. ძალიან ნაზად, ხავერდოვანი, თბილი ხელებით. ასეთი გრძნობდა ზღვის პირას მეუფლება ხოლმე, როდესაც ტალღები ჩემს გაღვიძებას ცდილობენ, ფეხებზე მელამუნებიან, მზის სხივები კი ბურანში მხვევენ, უსაზღვრო სითბოთი და სიმშვიდით მავსებენ.
წამოვდექით.
ყავის მანქანა ჩუმად ხრუტუნებდა. შხაპიდან კი წყლის წვეთების ხმა მესმოდა. ვერ მოვითმინე და თვალი შევავლე. წლის წვეთებში მისი სხეული კიდევ უფრო უნაკლოდ გამოიყურებოდა. ვიგრძენი, რომ სისხლი მომაწვა. ვერ გავუძელი. ყავა და სიგარეტი მომინდა სიგიჟემდე. ფინჯანში შავი სითხე დავასხი. სიგარეტს მოვუკიდე და დავეწაფე. რა გემირიელია ყავის თითოეული წვეთი და სიგარეტის ბურანი მათრობელა ღამის შემდეგ. ბედნიერი ვიქნებოდი გონებას კითხვები რომ არ მირევდნენ.

საწოლზე ჩამოჯდა. ისეთი ლამაზი იყო. გული კვლავ ამოხტომას ლამობდა. ყავა მანაც მოსვა. უცნაურად იღიმებოდა. თვალებში მიყურებდა. მზერას ვერ ვუძლებდი. შემეძლო 10 საუკუნე ასე მეყურებინა. კითხვები მახრჩობდა, მაგრამ სიმყუდროვეს დარღვევა არ მინდოდა. კიდევ გნახავ? გულში ვიმეორებდი. ხმამაღლა წარმოთქმას ვერ ვბედავდი.
ყავის სმა დაასრულა. საათს შეხედა. უხმოდ წამოდგა. გამიღიმა. ძალიან ახლოს მოვიდა. თვალებში ჩამხედა და გაყინულ ტუჩებზე თბილი ტუჩებით მაკოცა. თვალი ჩამიკრა და კარებიდან გავიდა. სახეზე კვლავ უცნაური ღიმილი უთამაშებდა.

თვალი გავაყოლე. კარის ხმა, რომ გავიგე ნერვიულად წამოვდექი, კვლავ სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯრიდან ქუჩას მივაშტერდი. რატომ არაფერი თქვა? ხასიათი წამიხდა. გულში თავს ვლანძღავდი ყეყეჩობისა და გაუბედაობსათვის. სიტყვების დიდი ხანია არ მჯერა და თითქოს არც ახლა მინდოდა ფუჭი სიტყვების გაგება. ის სითბო სადღაც დაიკარგა. გარეთ ქუჩა აიმღვრა. სიგარეტის ბოლი ყელს მწვავდა და ხორხთან მოწოლილი ბურთის გადალახვას ცდილობდა. ლოყები გამითბა. ცრემლები თუთუნს მლაშე გემოს აძლევდა. ვცდილობდი იმედგაცრუება გადამელახა. თავში წინა ღამის ამბები უსასრულოდ მეორდებოდა. შიგადაშიგ - რატომ არაფერი კითხე? მეძახდა თითქოს ვიღაც.

სახეზე წყალი შევისხი. სარკეში ჩემს ანარეკლს თვალებში ჩავხედე. დაიკიდე! პატარა ბიჭი აღარ ხარ რომ გამოეკიდო, - გავიფიქრე გულში.

გუშინ მივხვდი, რომ შეიძლება ერთმა ღამემ ცვხოვრება შეცვალოს. დილით კი ამას 5 წუთი დასჭირდა. გული გაილია. თითქოს სადღაც გაიპარა. ფიქრებში გავიხლართე.
ტელეფონმა დარეკა. გულმა ისევ ფრთხიალი დაიწო. საღამოთი გნახავ, ხო? - შემეკითხა ხმა.
სახეზე ღიმილი ამეკიდა. რა თქმა უნდა, - ვუპასუხე.

ოთახში ფერებმა იმატა. სხეულში თითქოს თბილი სითხე ჩამეღვარა. ისევ წამოვწექი. სადღაც ლოგინის სიღრმეში მის დატოვებულ სითბოს მივაგენი. ბალიშსაც მისი სხეულის სურნელი სდიოდა. ნეტარებით შევიშმუშნე. თვალები დავხუჭე. ღიმლი სახიდან არ მცილდებოდა - "ვნახავ და აუცილებლად ვეტყვი".

ვიცი, რომ დიდი ხანია თინეიჯერი აღარ ვარ და პატარა გოგუშკასავით არ უნდა ვიქცეოდე. ისიც ვიცი, რომ ყველა კაცი ამ ამბებზე ერთნაირად ფიქრობს. მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი. მგარმ თავს მაინც იმ 14 წლის ბიჭივით ვგრძნობდი პირველად ბიჭს რომ აკოცა, ახლა ეიფორიაშია და ერთი კითხვა ახრჩობს - ვუყვარვარ?
"ვნახავ და ამჯერად ვეტყვი" - მიმეორებდა ხმა შიგნიდან.
Blog Widget by LinkWithin