Showing posts with label Holidays. Show all posts
Showing posts with label Holidays. Show all posts

Monday, March 9, 2009

მეთიუ მიტჩემი სიდნეის გეი და ლესბი კარნავალს წინამძღვრობს

გასულ ვიქენდზე სიდნეიში ტრადიციული გეი და ლესბი "მარდი გრასი" ანუ კარნავალი ჩატარდა. 1978 წლიდან მოყოლებული სიდნეის გეი და ლესბი კარნავალი უდიდესია მსოფლიოში. კარნავალის კოლონებს გასული წლის მსოფლიოს გეი სამყაროს საერთაშორისო გმირი მეტიუ მიტჩემი წარუძღვა. ჩემი აზრით მიტჩემმა მანდვილად დაიმსახურა ყოველი ჩვენთაგანის პატივისცემა მართლა გმირობისათვის საკუთარი თავის, ქვეყნის და რაც მთავარია "ჩვენი" საზოგადოების სასახელოდ.


სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი გეი ივენთის მეთაურობა პატივიცაა და რაც მთავარია პატარას ძალიან უხდება. თუმცა უკვე პატრა აღარაა :) მიტჩემი 2 მარტს 21 წლის გახდა, ანუ სრულწლოვანების ასაკს მიაღწია :)

ნახეთ კარნავალის ვიდეო და ძალიან საყვარელი მეთიუ. ძალიან მინდა იქ ყოფნააა :'((

ძველი პოსტები მეთიუ მიტჩემზე ნახეთ აქ!

Sunday, March 8, 2009

სარვამარტო სიურპრიზი მარჯ სიმპსონისაგან; პლიუს ბონუსი

სამწუხაროდ ბლოგზე ხშირად ვერ ვახერხებ ლესბი ამბების განთავსებას. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ მაგ საკითხებში საკმაოდ გაუთვითცნობიერებელი ვარ და მიჭირს ან თემის არჩევა ან სურათების იმ გემოვნებით შერჩევა, რომელიც ორიენტაციით ჩვენი (გეების) "ნათესავების" გემოვნებას დააკმაყოფილებს. არ ვამბობ, რომ რთულია, უბრალოდ ჩემთვის უცხო სფეროა. გეებთან ბევრად ადვილია - ცოტა გემოვნება, ცოტა ჰომოეროტიკა, ცოტა კუტუმიცინი, ცოტა "პერო" და ციცინათელები და ეგაა :)) მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბალაყუნო პატარა სიურპრიზი სიმპსონების ჰომოსექსუალ ფანებს (ქალებსაც და კაცებსაც). მარჯ სიმპსონი ქალთან ზასაობს. მე მაგრა გამისწორდა :)) იმედია თქვენც :))

ხო, ბონუსი კი მეორე ვიდეოა, იმდენად ვნებიანი ლესბი ზასით, რომ მეც კი რაღაც სისხლი ამიშხაპუნდა. 8 მარტს გილოცავთ ჩემო კარგებო ;)
მეორე ვიდეო. (ლინკი YouTube-ზე გადაგიყვანთ). ნახეთ ემილის და ნაომის კოცნა სერიალიდან - Skins

Monday, February 9, 2009

ვალენტინობის კვირა დაიწყო, ბედნიერ და რომანტიულ კვირას გისურვებთ ;)

ორშაბათი დადგა და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ როგორც გაატარებთ დღევანდელ დღეს, თქვენი კვირაც ასეთივე იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ვალენტინობის კვირაა. მათ ვისაც გჰყავთ ადამინი, რომელსაც მიულოცავთ 14 თებერვალს წინასწარ იზრუნეთ სიურპრიზებზე. ვისაც არა ჰყავს საკუთარი ვალენტინი, გაითვალისწინეთ რომ ეს კვირა ყველაზე კარგი შანსია იპოვოთ იგი.

Aussieum-ის ამ პრომო კლიპით მინდა კარგ განწყობაზე დაგაყენოთ და ასეთივე სასიამოვნო რაღაც-რუღაცეები გისურვოთ მთელი კვირის მაძილზე ;)



Tuesday, February 3, 2009

რიოს კარნავალი ახლოვდება

რიოს კარნავალის მოახლოვებასთან ერთად მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალებსა და ფოტოსტუდიების ნამუშევრებში სულ უფრო ინტენსიურად ჩნდება ბრაზილიური მოტივები. ჟურნალმა Dazed & Confused ფოტოგრაფი მარიამო ვივანკოს (Mariano Vivanco) გენიალური ფოტოსესია გამოაქვეყნა. აცტეკური მოტივების მისტიური მიმზიდველობა და მათი შთამომავლების, ბრაზილიელი მოდელი ბიჭების სუპერსექსუალური გარეგნობა სერიას განუმეორებელს ხდის. ფოტოსესია წლის საუკეთესო ნამუშევრად სახელდება და მისი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა კიდევ რამოდენიმე ფაქტორი. სიაო პაოლოს ვნებიანი სამყარო, გადაღებების სტილისტი ნიკოლა ფორმიჩეტის (Nicola Formichetti) თავდადება, მოდელების სააგენტოების Way Models and Monica Monteiro -ს გემოვნება და მათი ბიჭები, უსაყვარლესი ბრაზილიელი თინეიჯერი მოდელები - პედრო ფრაიზერი, ლეონარდო ალბერიჩი, ჯუნიორი, გაბრიელ შუბერტი და ლუის პაულო (Pedro Frizer, Leonardo Alberici, Junior, Gabriel Schubert and Luiz Paulo). ხო კიდევ, ის გაწეწილი ქალი ასევე ბრაზილიელი მოდელი ანა კალუდია მაიკლსია (Ana Claudia Michels).


მოკლედ, წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოსურათს.














არ ვიცი რა ჭირს ამ ქვეყანას და რატომ იბადება ამდენი სექსუალური ადამიანი მაგ მიწაზე. ქალებიც კი ლამაზები ყავთ (არ გეწყინოთ, ხო? :)), სხვათაშორის ერთადერთი ქალი ცხოვრებაში რომელზეც ჭკუა ჩამეკეტა ბრაზილიელი იყო :)


ლინკები:
ჟურნალი Dazed & Confused
ფოტოგრაფი Mariano Vivanco
სააგენტო Way Models
სააგენტო Monica Monteiro

Saturday, December 27, 2008

სანტა კაუსი ატმის ტაკოებით

ვინ თქვა რომ რუსული ტაკუცუნები სექსუალური არაა. დღეს ესრთ მეგობარ საიტზე წავიკითხე რაღაც რუსულ პონტშიო, დედის ამბავშიო აგვისტოს შემდეგაო მარა მაინც რაღაც რაღაცეები შეიძლება გვაინტერესბდესო. ხოდა რაღაც რაღაცეები მართლა გვაინტერესებს. როგორ შეიძლება სისხლი არ აგიჩუხჩუხდეს ანტონ ანტიპოვის ატამივით გემრიელი ტაკუცუნების გაჩითვის შმდეგ. თანაც საახალწლო პლავოჩკებში სანტა კლაუსიკის შაპოჩკით. ძალიან, ძააალიან გემრიელად გამოიყურება ;)
არა, ატამი არა.. მარწყვს უფრო გავს! ნიამ ნიამ ;)
Blog Widget by LinkWithin