Friday, January 9, 2009

ორ დღეში დიდი თოვლია გამოცხადებული!

დღეს, გარემოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურმა (რა სახელია, ა?) გვამცნო რომ ორ დღეში ამინდი გაუარესდებაო და დიდი თოვლი გვიწინასწარმეტყველა. ხოდა, ჩვენც გავითბოთ გულები ამ თოვლის ანგელოზების ცხელი, მაგრამ სუსხიანი მზერით ;)

სოლიდარობა ისრაელს!

უბრალოდ, ამ ცხელი ებრაელი ბენ გურის სურათით მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ებრაელ ხალხს!

Tuesday, January 6, 2009

როგორც შუმერულ ზღაპარში

ლეგენდა გილგამეშზე, ერთ ერთი პირველი უძველესი ჰომო თქმულებაა. მე მგონი ფოტოგრაფმა (რომლის სახელი სამწუხაროდ ვერ დავადგინე ჩორვენი) მოახერხა გაეცოცხლებინა ლეგენდა 21-ე საუკუნეში.






და კიდევ ერთხელ განვეწყოთ ახალი თავგადასავლებისათვის

რაღაც კარგ 2009-ზე დამაყენა ამ საახალწლო კლიპმა ისევ Aussiebum-ისგან და გამოგიტყდებით და ამ ბიჭუნამაც. არ მოგვაკლოს 2009-ში ახალი "ხორცი" ;)

ხო, კლიპიც ნახეთ აუცილებლად. სექსი რამეა ;)


კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2008

გავიხსენოთ, ოღონდ სასიამოვნოდ, თანაც Aussiebum-თან ერთად :)
აუცილებლად ნახეთ! გაგისწორდებათ! ;)

გეი არტი რელიგიურ თემატიკაზე

Adam and Adam

White Angel

Angel in Jeans

Saint


Monk

Nuns


კუპიდონი

უხ.. რას ისვრის?!......

Monday, January 5, 2009

გეი ფილმები - თავშესაფარი (Shelter)

ამერიკის გეი საკაბელო ქსელის პირველი მხატვრული ფილმი თავშესაფარი (Shelter) 2007 წელს გამოვიდა. ძალიან თბილი, გულის გამათბობელი ფილმი ლამაზი სიუჟეტით. ფილმი დიდი ეკრანისთვის ყოფილა განკუთვნილი, თუმცა კრიტიკების წყალობით ფილმი მაინც სატელევიზიოდ დარჩა. მიუხედავად იმისა რომ სან ფრანცისკოს გეი და ლესბი ფილმების ფესტივალზე ფილმმა ვერ მოახერხა პრიზის აღება, მე უდიდესი სიამოვნებით ვუყურე. მოგეხსენებათ ჩვენ არც ისე გაბლატავებულები ვართ ლამაზი და თბილი გეი ისტორიებით, რომელსაც არ ჭირდება დიდი ტვინის ჭყლეტვა. იმას ვგულისმობ, რომ ჩვენთან ყოველთვის პოპულარობით ის გეი ფილმები სარგებლობენ, რომელიც ტვინის დაძაბვას მოითხოვს და აგატა კრისტობას რათა დაადგინო ვინაა ამ ფილმში გეი, ან ვინ ვინ გაჟიმა.

გირჩევთ ფილმი გადმოწეროთ, რომანტიულ ტალღაზე განეწყოთ (დარჩეთ ჰომოფობი სასტავის გარეშე) და დატკბეთ ერთი ლამაზი გეი ისტორიით.

მინდა ავღნიშნო მუსიკა. მათლა უზადოდ ედება ფილმის ყოველ სცენას (Shane Mack - Lie to Me).

ფილმი ინგლისურადაა ოღონდ რუსული ტიტრებით. ეს მე მგონი ოპტიმალურია მათთვის ვისაც ფილმის ნახვა ორგინალში სურს და მათთვისაც ვინც კარგად არ ფლობს ინგლისურს და რუსულად სურს თვალის მიდევნება.

ლინკი ქართულ სერვერზეა და სწრაფად ჩამოტვირთავს. დააჭირეთ აქ!

ისიამოვნეთ!

მოკლედ, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს Yak Lhu-ს ლინკის მოწოდებისათვის. მიხარია რომ ჩვენი ქომიუნითი ცოტ ცოტათი ცოცხლდება.
Thanks Lhu ;)
ფილმის თრეილერი შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ზე

Sunday, January 4, 2009

რამოდენიმე სექსუალური ბალერონი

ბალეტი ზოგჯერ ძალიან სექსუალურია... სამწუხაროდ საქართველოში უკვე აღარ...


სამწუხაროა, რომ ჩვენთან ეს სკოლა ნელ ნელა კვდება. დიდი სურვილი მქონდა საახალწლოდ წავსულიყავი. თუმცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარში მხოლოდ მაკნატუნას თუ წააწყდები. ჩაიკოვსკი ძალიან მიყვარს, მაგრამ მაკნატუნა ჩვენს ოპერაში, თბილისის "ტრუპა" და განსაკუთრებით ქართველი "ზრდილობიანი" მაყურებელი, არაა! გედების ტბა ჩვენების შესრულებით ვერ ვნახე ჯერ, მაგრამ "კარგი" რეცენზიები მოვისმინე, :( ისე კი შეევლება ვიღაც ვიღაცეებს თვალი, მაგრამ რად გინდა, ფეხებს ვერ ანძრევენ. ჭაბუკიანზე არაფერი რომ ვთქვა (ნუ მაინც ძალიან ძველი ამბავია), ზელენსკის ქვეყანაში ბალერონები (ნუ ბალერინებიც რა თქმა უნდა ანანიაშვილ ნიორაძეს მაინც ვცეთ პატივი) მაინც უნდა გვყვავდეს ადამიანური. ისე, მაყურებლის ბრალიცაა, წელიწადში ერთხელ მაინც რომ ავწიოთ დუნდულები და ბილეთები ვიყიდოთ ეგება ეშველოთ რამე.

Thursday, January 1, 2009

დილის ჩანახატი

ეს ისტორია რამოდენიმე დღის წინ მივიღე. ძალიან მომეწონდა და ბლოგზე გადავწყვიტე განმეთავსებინა. სხვათაშორის ავტორი გოგონაა. მისივე ნებართვით რამოდენიმე ფრაზა გადავაკეთე და სიტყვა გოგონა ბიჭით შევცვალე. სურათებიც ერთად შევარჩიეთ. როგორც ავტორი "ელენე" ამბობს ეს მისი ცხოვრების ისტორია და შემპირდა ამ ურთიერთობის დასასრულზე კომენტარი დამიტოვოს.

მეც გამოგიტყდებით და ამ ისტორიამ რაღაც ამბები გამახსენა ;)

თვალები ფრთხილად გავახილე. ოთახში ნელ-ნელა დილის სინათლე იპარებოდა. ფარდები წყვდიადის შენარჩუნებას ცდილობდნენ მაგრამ, სხივებს ძალა ემატებოდათ და ოთახის კონტურების გამოკვეთას ცდილობდნენ. ცხვირზე ცოტათი შემცივდა... ოთახში სასიამოვნო სიგრილე იგრძნობოდა. სქელი ფაფუკი საბნნს ქვეშ კი ძალიან თბილოდა... მეც ღრმად შევძვერი. ტანში სასიამოვნო გრძნობა მივლიდა. კუნთები არ მემორჩილებოდა. თვალებზე თითქოს ძილი მაწვებოდა და ცდილობდა კვლავ დამეხუჭა და სიზმარი გამეგრძელებინა. გული კი მოსვენებას არ მაძლევდა, თითქოს რაღაც ფრთხიალებდა, თითქოს ძალიან უხაროდა... გვერდიდან თბილ სუნთქვას ვგრძნობდი. სიამოვნება გულში მეღვრებოდა და ჩემი სხეულის ყოველ უჯრედს ენერგიით ავსებდა. სიფხიზლე ბურანს ებრძოდა. ცნობისმოყვარეობა კი უსაზღვრო კომფორტს, რომელსაც სიმშვიდის შენარჩუნება სურდა. თავში გასული ღამის წუთები მეორდებოდა. ღამით ნათქვამი ყოველი სიტყვა ჩურჩულით მეორდებოდა გონებაში. ყოველი შეხება, ყოველი ემოცია უსასრულოდ მეორდებოდა წარმოსახვაში.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვუყურებდი მისი სახის ნაკვთებს. თვალებს ვხუჭავდი, წამწამების ქვემოდან ვიყურებოდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხელი მის მკერდზე მედო. მინდოდა მოვფერებოდი მაგრამ გაღვიძების მეშინოდა. მისი სხეულის სურნელი თავბრუს მხვევდა. სადღაც სიღრმეში თბილი გრძნობა დაიძრა. მთელს სხეულზე მომედო და თვალებს დააწვა. ტკბილად ჩამეძინა.

მეგონა საუკუნე გავიდა. კედლის საათი მხოლოდ ცხრას უჩვენებდა.

შეიშმუშნა, მერე ღრმად ჩაისუნთქა. თვალები ნახევრად გაახილა. გვერდიდან ეშმაკურად გამომხედა და ტუჩების კიდეები გახსნა. მივხვდი რომ ასე მომესალა. გავუღიმე. გადმობრუდა და მკლავები შემომხვია. ზურგით ვიწექი და ყურის ძირში მისი თბილი სუნთქვა მეფერებოდა. მათბობდა. თითები თეძოებიდან კისრისკენ მიუყვებოდა. ძალიან ნაზად, ხავერდოვანი, თბილი ხელებით. ასეთი გრძნობდა ზღვის პირას მეუფლება ხოლმე, როდესაც ტალღები ჩემს გაღვიძებას ცდილობენ, ფეხებზე მელამუნებიან, მზის სხივები კი ბურანში მხვევენ, უსაზღვრო სითბოთი და სიმშვიდით მავსებენ.
წამოვდექით.
ყავის მანქანა ჩუმად ხრუტუნებდა. შხაპიდან კი წყლის წვეთების ხმა მესმოდა. ვერ მოვითმინე და თვალი შევავლე. წლის წვეთებში მისი სხეული კიდევ უფრო უნაკლოდ გამოიყურებოდა. ვიგრძენი, რომ სისხლი მომაწვა. ვერ გავუძელი. ყავა და სიგარეტი მომინდა სიგიჟემდე. ფინჯანში შავი სითხე დავასხი. სიგარეტს მოვუკიდე და დავეწაფე. რა გემირიელია ყავის თითოეული წვეთი და სიგარეტის ბურანი მათრობელა ღამის შემდეგ. ბედნიერი ვიქნებოდი გონებას კითხვები რომ არ მირევდნენ.

საწოლზე ჩამოჯდა. ისეთი ლამაზი იყო. გული კვლავ ამოხტომას ლამობდა. ყავა მანაც მოსვა. უცნაურად იღიმებოდა. თვალებში მიყურებდა. მზერას ვერ ვუძლებდი. შემეძლო 10 საუკუნე ასე მეყურებინა. კითხვები მახრჩობდა, მაგრამ სიმყუდროვეს დარღვევა არ მინდოდა. კიდევ გნახავ? გულში ვიმეორებდი. ხმამაღლა წარმოთქმას ვერ ვბედავდი.
ყავის სმა დაასრულა. საათს შეხედა. უხმოდ წამოდგა. გამიღიმა. ძალიან ახლოს მოვიდა. თვალებში ჩამხედა და გაყინულ ტუჩებზე თბილი ტუჩებით მაკოცა. თვალი ჩამიკრა და კარებიდან გავიდა. სახეზე კვლავ უცნაური ღიმილი უთამაშებდა.

თვალი გავაყოლე. კარის ხმა, რომ გავიგე ნერვიულად წამოვდექი, კვლავ სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯრიდან ქუჩას მივაშტერდი. რატომ არაფერი თქვა? ხასიათი წამიხდა. გულში თავს ვლანძღავდი ყეყეჩობისა და გაუბედაობსათვის. სიტყვების დიდი ხანია არ მჯერა და თითქოს არც ახლა მინდოდა ფუჭი სიტყვების გაგება. ის სითბო სადღაც დაიკარგა. გარეთ ქუჩა აიმღვრა. სიგარეტის ბოლი ყელს მწვავდა და ხორხთან მოწოლილი ბურთის გადალახვას ცდილობდა. ლოყები გამითბა. ცრემლები თუთუნს მლაშე გემოს აძლევდა. ვცდილობდი იმედგაცრუება გადამელახა. თავში წინა ღამის ამბები უსასრულოდ მეორდებოდა. შიგადაშიგ - რატომ არაფერი კითხე? მეძახდა თითქოს ვიღაც.

სახეზე წყალი შევისხი. სარკეში ჩემს ანარეკლს თვალებში ჩავხედე. დაიკიდე! პატარა ბიჭი აღარ ხარ რომ გამოეკიდო, - გავიფიქრე გულში.

გუშინ მივხვდი, რომ შეიძლება ერთმა ღამემ ცვხოვრება შეცვალოს. დილით კი ამას 5 წუთი დასჭირდა. გული გაილია. თითქოს სადღაც გაიპარა. ფიქრებში გავიხლართე.
ტელეფონმა დარეკა. გულმა ისევ ფრთხიალი დაიწო. საღამოთი გნახავ, ხო? - შემეკითხა ხმა.
სახეზე ღიმილი ამეკიდა. რა თქმა უნდა, - ვუპასუხე.

ოთახში ფერებმა იმატა. სხეულში თითქოს თბილი სითხე ჩამეღვარა. ისევ წამოვწექი. სადღაც ლოგინის სიღრმეში მის დატოვებულ სითბოს მივაგენი. ბალიშსაც მისი სხეულის სურნელი სდიოდა. ნეტარებით შევიშმუშნე. თვალები დავხუჭე. ღიმლი სახიდან არ მცილდებოდა - "ვნახავ და აუცილებლად ვეტყვი".

ვიცი, რომ დიდი ხანია თინეიჯერი აღარ ვარ და პატარა გოგუშკასავით არ უნდა ვიქცეოდე. ისიც ვიცი, რომ ყველა კაცი ამ ამბებზე ერთნაირად ფიქრობს. მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი. მგარმ თავს მაინც იმ 14 წლის ბიჭივით ვგრძნობდი პირველად ბიჭს რომ აკოცა, ახლა ეიფორიაშია და ერთი კითხვა ახრჩობს - ვუყვარვარ?
"ვნახავ და ამჯერად ვეტყვი" - მიმეორებდა ხმა შიგნიდან.

პიერ ეტ ჟილეს მარგალიტები (Pierre et Gilles)

გადავწყვიტე, პირველი იანვრისთვის თქვენთვის პიერ ეტ ჟილეს შემოქმედების მარგალიტები მეჩუქებინა. ჩემთვის მისი ნამუშევბრები ძალიან ღირებულია. იმედია თქვენთვისაც ასეთი გახდება.


Blog Widget by LinkWithin