ვფიქრობ ძალიან სექსუალური სურათებია. აი ასე ერთობოდნენ გასულ საუკუნეში მეზღვაურები. მეც გავერთობოდი მათთან ერთად დიდი სიამოვნებით ;)







ძალიან მიყვარს ცირკი! სხვანაირად არ გამიგოთ პლზ :) თუმცა ჩვენ ცირკში ან თუნდაც მის მიმდებარე ტერიტორიაზე აი ასეთი ყმაწვილები რომ ჩითავდნენ, გარწმუნებთ ვერ გამომბრდღვნიდით იქიდან :))







ჩვენი სიხარულები რონალდუ 8-ში დილით ავტოკატასროფაში მოჰყვა. Thanks God კრიშტიანუ არ დაშავებულა, რასაც ვერ იტყვი მის ფერარიზე. მანქანა, მართლაც, საშინლადაა დამტვრეული. რონალდუს გადარჩენა კი მართლაც საოცრებაა მგონი. ნახეთ რას გავს ფერარი.
რონალდუ მანჩესტერის აეროპორტთან ახლოს მდებარე გვირაბში კედელს შეასკდა. ავარიის დეტალები ჯერ ჯერობით ცნობილი არაა. თუმცა, მანჩესტერ იუნაითედი ოფიციალურად ადასტურებს, რომ კრიშტიანუ დაზიანებული არაა და დღესვე შეუდგა ვარჯიშს თავის გუნდთან ერთად. როგორც აღმოჩნდა რონალდუს უკან ედვინ ვან დერ სარი მოჰყვებოდა თავის ბენტლიზე, თუმცა ავარიაში მოყოლას ვან დერ სარის ბენტლი იღბლიანად გადაურჩა. 
რა ვქნა მიყვარს ეს ბიჭი და რა ვქნა. დაღვრემილიც კი სტილნად გამოიყურება და სხვათაშორის საკუთარი ბრენდის CR7 ჯინსები აცვია და ქამარიც მისივე უკეთია.
ისე, შეიძლება ითქვას, მეც ცოტათი ნერვებს მიშლის მისი მაკიაჟის მანერა და ზოგჯერ გაპრუნწკული ვიდი. მე მგონი, დამეთანხმებით და გაუპარსავი კრიშტიანო ფერუმარილის გარეშე უფრო სექსი და ვნებიანია ;)

