Wednesday, February 4, 2009

მეთიუ მიტჩემი კვლავ სპონსორის გარეშე რჩება

პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი მეთიუ მიტჩემი (Matthew Mitcham ), რომელიც ერთადერთი "ღია" ჰომოსექსუალი ოლიმპიელი იყო, მსოფლიო საზოგადოებისა და გეი ქომიუნითის ყურადღების ცენტრშია. მიტჩემი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, და დიდი შემართებითაა განწყობილი შემდგომ ოლიმპიადაზე უფრო მეტი წარმატების მისაღწევად. თუმცა, მეთიუმ ჟურნალ Advocate-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა სინანულით აღნიშნა რომ სამწუხაროდ კვლავ არ ყავს სპონსორი, რომელიც აუციებელია ოლიმპიადანმდე ინტენსიური მომზადების დასაფინანსებლად. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მიტჩემის ქამინ აუთი დამაფრთხობელი იყო ბევრი კომპანიისათვის და თავს არიდებენ ცისფერი სპორტსმენის დაფინანსებას და მის სახელთან საკუთარი ბრენდის სახელის დაკავშირებას.

ამ მოსაზრებას მეთიც იზიარებს. მეთმა არაერთხელ გააპროტესტა მედია კომპანიების მიერ მისი და მისი პარტნიორის დისკრიმინირება. ოლიმპიადიდან ჩართვებისას სპორტსმენებს ყოველთვის გულშემატკივრობდნენ მათი ოჯახის წევრები და ჟურნალისტები სავალდებულო სახით გადასცემდნენ მათ კომენტარებსა და განცდებს. მეთის მეუღლე კი თითქმის ყოველთვის კადრიდან იყო ამოჭრილი. ჰომოფობ მედია მაგნატებს არ სურთ გეის ოქროს მედალოსანი ოლიმპიელის სახელთან ასოცირება. და გარკვეულწილად სურთ სხვა ოლიმპიელების დაშინება, რომლებიც ჯერ კიდევ მალავენ საკუთარ ორიენტაციას. დარწმუნებული ვარ 2012ში ლონდონის ოლიმპიადაზე ეს ხრიკი აღარავის გაუვა.

სანამ გეი საზოგადოება ჟივილ ხივილით აღნიშნავს პირველი გეი ოლიმპიელის ოქროს მედალს და მისი ულამაზესი ტანის კუნთების ცქერით ტკბება, მეთ მიტჩემი ძვირადღირებულ დროს აცდენს დაფინანსების არარსებობის გამო. იმედი მაქვს ჟურნალი Advocate თავისი გავლენით ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას.

ახლა კი, ძალიან საყვარელი და ძალიან საამაყო მეთი!







მადონას ახალი სათამაშო

ანუ ასავალ-დასავლური პოსტი ;)

მადონას ახალი სათამაშო 22 წლის ბრაზილიელი მოდელი ხესუს ლუზია - Jesus Luz. (არ ვცი რატომ დაიწყო ბრაზილიომანია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ბრაზილიელი ბფ თუ არ გყავს სვეტში აღარ გღებულობენ.) ხესუსი მადონამ ჟურნალი “W”-სთვის დაგეგმილ ფოტოსესიაზე ააგდო და ერთი თვეა უკვე ეს ფრიად ღრმად მოხუცებული, უპს.. უკაცრაცად, ღრამდ პატივცემული ქალბატონი „მალალეტკის“ გახრწნითაა დაკავებული. მაინც რა დაუოკებელია ეს ქალი. გაისთან განშორების შემდეგ ჯერ სპორტის სამყაროს შემოუარა ჯირითით და მაინც რომ ვერ დაკმაყოფილდა ბრაზილიაში ააგდო კაცი (მონდომება და ფული თქვით თორემ ქე ჩამოგიყვანდით ედილსონ ნასციმენტოს თბილისში).

ისე ბევრი ვიფიქრე, რა დაამუღამა ამ ღლაპში ქალბატონმა ჩიკონე-რიჩიმ და ბოლოს მივხვდი, რომ რელიგიური ეროტიზმის ფეტიშმა დაამუღამა რომ ხესუსი - Jesus, ანუ იესო და მადონა, ანუ მარიმი ერთად მაგარი სვეცკობაა, განსაკუთრებით მაშინ თუ ხესუსი ღმერთის ქალაქშია (რიოში) დაბადებული და მადონას კი წილად ხვდა რომის პაპის წყევა Like a prayer-ის გადაღებით. Ну и сучка...

მოკლედ მართლმადიდებელ მშობლეთა ასიოციაციას კაი ნაკოლი მივეცი. დაგაზეთ ბიჭებო, აპერ ვესტ საიდი დაარბიეთ! :)


მადონას და ხესუსიტოს პაპარაცებმა ნიუ იორკში სტეიკებს სანსვლის შემდეგ წაასწრეს სტეიკჰაუსთან "Marcelleria".

ძაბარ გადიში პირდაპირ ისრაელიდან

ამ დღეებში ისე წაგიღეთ ტვინი ბრაზილიელებით, რომ გადავწყვიტე სხვა ერების ღირსეული შვილებიც ნელ ნელა წარმომედგინა თქვენთვის. დღეს ძაბარ გადიშს (Tzabar Gadish) წარმოგიდგენთ, ებრაელ ძალიან სექსი მოდელს. სამწუხაროდ მისი ბოლომდე ნუდ სურათები ჯერ ვერ გავჩითე.


ეშტინ ლონგი ნარცისის როლში (Ashtyn Long)

Tuesday, February 3, 2009

კაიო, ვიქტორი, თიაგო, გაბრიელი და ტიაგო კუნძულიდან ვიქტორია (ბრაზილია)

რა ვქნა ცოტათი გავჭედე ბრაზილიელებზე, მაგრამ ამ სურათების გადამკიდე იმედია გესმით ჩემი :) ამჯერადკიდევ ერთი ახალი ფოტო სეტი. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ანტონიო ცეზარ ბეზერამ (Antonio Cesar Bezerra), რომელსაც ფოტო სამყაროში უფრო მისი ფსევდონიმით იცნობენ -დიდიო (Didio) ამ დღეებში ახალი ფოტო სეტი გამოქავეყნა, რომელიც ბრაზილიის კუნძულ ვიქტორიაზეა დადაღებული გასული წლის დეკემბერში. სრულიად დაცემა მოდელები - კაიო, ვიქტორი, თიაგო, გაბრიელი და ტიაგო (Caio, Victor, Thiago, Gabriel, Tiago) - დედიშობილა დატანტალებენ სანაპიროზე, ერთობიან ფეხბურთის თამაშითა და დაუღალავად ღლაბუცობენ. მალალეტკა მოდელებს სააგენტო „რაგაცო მოდელს“ (Ragazzo) წარმოადგენს. სურათების მთავარი ღირსება მათი ბუნებრივობა და სიმარტივეა. მშვიდად გადახედეთ და მაინც ყოველი შემთხვევისათვის ვალერიანის წვეთები მოამზადეთ. პულსი ნამდვილად აგიჩქარდებათ.


















კუნძულზე სულ 90 სურათია გადაღებული, მე მხოლოდ მათი მცირე ნაწილი შემოგთავაზეთ.
ლინკები:
ფოტოგრაფი Didio
სააგენტო Ragazzo Models

რიოს კარნავალი ახლოვდება

რიოს კარნავალის მოახლოვებასთან ერთად მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალებსა და ფოტოსტუდიების ნამუშევრებში სულ უფრო ინტენსიურად ჩნდება ბრაზილიური მოტივები. ჟურნალმა Dazed & Confused ფოტოგრაფი მარიამო ვივანკოს (Mariano Vivanco) გენიალური ფოტოსესია გამოაქვეყნა. აცტეკური მოტივების მისტიური მიმზიდველობა და მათი შთამომავლების, ბრაზილიელი მოდელი ბიჭების სუპერსექსუალური გარეგნობა სერიას განუმეორებელს ხდის. ფოტოსესია წლის საუკეთესო ნამუშევრად სახელდება და მისი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა კიდევ რამოდენიმე ფაქტორი. სიაო პაოლოს ვნებიანი სამყარო, გადაღებების სტილისტი ნიკოლა ფორმიჩეტის (Nicola Formichetti) თავდადება, მოდელების სააგენტოების Way Models and Monica Monteiro -ს გემოვნება და მათი ბიჭები, უსაყვარლესი ბრაზილიელი თინეიჯერი მოდელები - პედრო ფრაიზერი, ლეონარდო ალბერიჩი, ჯუნიორი, გაბრიელ შუბერტი და ლუის პაულო (Pedro Frizer, Leonardo Alberici, Junior, Gabriel Schubert and Luiz Paulo). ხო კიდევ, ის გაწეწილი ქალი ასევე ბრაზილიელი მოდელი ანა კალუდია მაიკლსია (Ana Claudia Michels).


მოკლედ, წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოსურათს.














არ ვიცი რა ჭირს ამ ქვეყანას და რატომ იბადება ამდენი სექსუალური ადამიანი მაგ მიწაზე. ქალებიც კი ლამაზები ყავთ (არ გეწყინოთ, ხო? :)), სხვათაშორის ერთადერთი ქალი ცხოვრებაში რომელზეც ჭკუა ჩამეკეტა ბრაზილიელი იყო :)


ლინკები:
ჟურნალი Dazed & Confused
ფოტოგრაფი Mariano Vivanco
სააგენტო Way Models
სააგენტო Monica Monteiro

Dolce & Gabbana 2009 წლის კოლექცია და დიდი ოდენობით ჰომოეროტიკა

ო-ლა-ლა! ;)
მე მგონი, გუშინდელი ღამენათევია და ჩაეძინა საწყალს:))

სექსი მოდელი ფილიპ ფუსკო

წარმოგიდგენთ ფიტნეს მოდელს 21 წლის ფილიპ ფუსკოს (Philip Fusco). მე მგონი კომენტარი არ მჭირდება მის გარეგნობასთან დაკავშირებით. უბრალოდ სუნთქვა გამიჭირდა რომ ვათვალიერებდი :)


სხვა ფოტოებისათვის შიგიძლიათ ფილიპის ბლოგსაც გადახედოთ -Phils Spot.

Monday, February 2, 2009

გეი კოცნა კვირის კარგ ხასიათზე დასაწყებად


ორშაბათის სასიამოვნო ემოციებით დაწყება მნიშვნელოვანია, რათა მთელი კვირა სასიამოვნო, რომანტიული დაპროდუქტიული გამოვიდეს. გთავაზობთ ახალ კლიპს და გასაოგნებელ გეი კოცნას საუნდთრაკიდან ფილმისათვის "Between Love & Goodbye". ფილმის პრემიერა თებერვალში ნიუ იორკში შედგება. მუსიკა ჯგუფ The Inertia Kiss ეკუთვნის, რომლის სოლისტი საიმონ მილერი ფილმის ერთ ერთი მთავარი გმირია. სასიამოვნო და რომალტიულ კვირას გისურვებთ ყველას ;)

ნახეთ კლიპი YouTube-ზე საიტიდან გაუსვლელად, პლზ.





თუ კლიპის ლინკი არ მუშაობს YouTube-ზე, მაშინ დააჭირეთ აქ!


ეს კი ფილმის თრეილერი ისევ YouTube -ზე და ისევ საიტიდან გაუსვლელად, პლზ.


Blog Widget by LinkWithin