
Tuesday, April 7, 2009
Têtu-ს გამოქვეყნებელი სურათები
ფრანგულმა ჟურნალმა Têtu გასულ წელს ჟურნალის ყდაზე გამოქვეყნებული საუკეთესო მოდელების ის სურათები დაბეჭდა, რომლებიც ნომერში ვერ მოხვდნენ. ხოდა მეც გავიხარე; ამ სურათებზე კერი დეგმანი, ბროკ ჰარისი, ერიკ ბივოინო და ჯასტინი ძალიან სექსუალურები არიან (თანმიმდევრობის მიხედვით Kerry Degman, Brock Harris, Eric Bivoino and Justin). მიკვირს ფოტოგრაფს ხელები როგორ უჩერდებოდა კერი დეგმანისათვის ტაკოზე არ წამოეწკაპუნებინა ;) მე ვერ მოვითმენდი :))


Monday, April 6, 2009
ფოლადის ფალოსის ფესტივალი იაპონიაში

იაპონელები საერთოდ უცნაური ხალხია. კულტურისა და ცხოვრების სტილის მიხედვით ჩვენგან რადიკალურად განსხვავდებიან და ხშირად გვაოცებენ ხოლმე საუკუნოვანი ტრადიციების განსაკუთრებულობით. აპრილის პირველ კვირას (წელს დღე აპრილი იყო) კავასაკიში ტრადიციაული კანამარა მაცურის ფესტივალი (Kanamara Matsuri) ანუ ფოლადის ფალოსის დღეობა აღინიშნება. ცერემონიალური მსვლელობის ცენტრში გიგანური ფალოსია განთავსებული, რომლის ტრანპორტირებასაც ქალის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები (ან როგორც ამჯერად მოხდა შიმეილები) უზრუნველყოფენ. ქალაქი კუტუების ცვენას მიაქვს. ტკბილეული, ნაყინი, სათამაშოები, პლაკატები და სასალათედ გამზადებული იაპონური თალგამიც კი კუტუს ფორმისაა.
ფესტივალს ტრადიციულად რამოდენიმე დატვირთვა ქონა. მეძავეები გიგანტურ ფალოსს ვენერიული დაავადებებისაგან დაცვას თხოვდნენ, ორსულები უმტკივნეული მშობიარობას, უშვილოები ნაყოფიერებას, ბიზნესმენები ფულს, კლანის გაძლიერებას, ბარაქას და ასე შემდეგ. ცერემონიაში მსურველები ლითონისა და ხისაგან დამზადებულ ფალოსზე შემოჯდებოდნენ ხოლმე და სურვილებს ასე უთქვავდნენ ყოვლისშემძლე კუტას. ალბათ გამოთქმა - შანსია ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მაგხვდესო - კავასაკიდან იღებს სათავეს.
ფესტივალს ერთი ტრადიციული ლეგენდა უკავშირდება (წყარო), რომელზეც მაგრა ვიხალისე და თქვენც მოგიყვებით. ოდესღაც ერთ ქალიშვილ გოგონას ფუჩაში ძალიან მჭრელი კბილები ქონია. ორჯერ დაუპირებია გათხოვება და ქორწილის ღამეს, აი პატარძალს რომ არ ასცდება იმ ამბის დროს ორივე საქმროსთვის კუტუ წაუწყვეტია. ეს ამბავი იმით დსრულებულა, რომ მესამედ პატარძალისთვის შავი ლითონის პენისი გაურჭვიათ და ფუჩაში ჩამალული კიჭებიც ჩაუმტვრევიათ. თურმე ამის შემდეგ აღნიშნავენ კავასაკიში კანამარა მაცურის ფესტივალს. ნუ მიჭირს იმის ვარაუდი თუ რა მოუვიდა პირველ ფესტივალზე იმ პატარძალს. განგ-ბენგი რომ გარატირებული ქონდა ალბად ეს ცხადია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო თავად გადახედეთ სურათებს.
ერთი დამავიწყდა; დღეს ფესტივალს სხვა დანიშნულება აქვს და ფესტივალზე შიდსის წინააღმდეგ საბრძოლველად გროვდება შემოწირულობა. მმაგარი ხალხია იაპონელები!
გეი რევოლუცია გრძელდება!

ახალი კვირის დაწყებას გილოცავთ ჩემო ჰომო, ჰეტერო, ტრანს, ბი და ასეშემდეგო საყვარელო ბლოგერებო. მოკლედ, მსოფლიოში კარგი ამბები ხდება და სანამ თბილისური პარაფინირებული ბომონდი "აპრილის დიდი ბუნიობისათვის" ემზადება, თანამედროვე სამყაროს გეი რეევოლუცია ეპარება.
3 აპრილს აიოვას (Iowa, USA) უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა "კანონი, რომლიც ქორწინებას განმარტავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს ეწინააღმდეგება აიოვას კონსტიტუციის თანასწორობის მუხლს". ამით სასამართლომ გააუქა 1998 წლის კანონი, რომელიც ქორწინების უფლებას მხოლოდ აქლსა და მამაკაცს ანიჭებდა. აიოვა მესამე ამერიკული შტატი გახდა (კონექტიკუტისა და მასაჩუსესის შემდეგ) , რომელმაც გეი ქორწინება აღიარა. მართალია, რესპუბლიკელი სენატორი პოლ მაკ კინლი საკონსტიტუციო ცვლილებით იმუქრება, მაგრამ ამ პროცესს ალბათ უკვე ვეღარავინ გააჩერებს.
შეგახსენებთ, რომ აიოვას ამბაბდე ორი დღით ადრე შვედეთის პარლამენტმა დააკანონა შვედეთში გეი ქორწინება. შვედეთი 5-ე ევროპული სახელმწიფო გახდა ჰოლანდიის, ბელგიის, ესპანეთისა და ნორვეგიის შემდეგ რომელიც აღიარებს გეი ქორწინებას და ერთსქესიან ოჯახებს ორსქესიანი ოჯახების იდენტურ საკანონმდებლო გარემოს უქმნის.
ყველაზე მაგარი ისაა, რომ შვედური კანონი საშუალებას აძლევს წყვილებს არათუ სამოქალაქო წესით დაქორწინდნენ არამედ ჯვარი ეკლესიაში დაიწერონ. თუმცა კანონი ასევე უფლებას აძლევს მღვდელს უარი თქვას ჯვრისწერის ცერემონიის ჩატარებაზე, მაგრამ ავალდებულებს ალტერნატივა მოუძებნოს წყვილს ცერემონიის ჩასატარებლად. ძალიან მაგარი ქვეყანაა!
მოკლედ, ესეც ორშაბათის პოსტი. კვირის ენერგიულად დასაწყებათ კი პინკის ვიდეოს ნახვას გთავაზობთ. მე პირადად მაგარ ხასიათზე მაყენებს ;)
Pink - So what!
Sunday, April 5, 2009
პედრო - რეალური ცხოვრებიდან

2009 წლის 1 აპრილს MTV-მ ახალი სატელევიზიო სერიალი დაიწყო სახელად პედრო. ფილმი რეალური გმირის, კუბური წარმოშობის ამერიკელი და თანაც ძალიან საყვარელი ბიჭის პედროს რეალურ ცოვრებას ასახავს. პედრო პირველად 1994 წელს გამოჩნდა MTV-ზე რეალითი შოუში "The Real World" და ოფიციალურიად განაცხადა რომ გეია და თანაც HIV ინფიცირებული. 1994 წელს ამერიკაშიც კი ეს ამბავი დიდი სკანდალის დასაწყისი იყო. თუმცა, გურჯისტანის "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიისაგან განსხვავებით, პედრო შოუდან არავის გაუგდია (ეტყობა მაგათი მთავარი "ბაბუაწვერა" ეგეთ ამბებში არ ერევა). სკანდალის მიუხედავად პედრომ შოუს მონაწილეების და შემდეგ მთელი ამერიკის დიდი სიყვარული და მხარდაჭერა დაიმსახურა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე მძიმე წუთებში კი პედროს თავად პეზიდენტმა კლინტონმა დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა. მახსოვს ამ ეპიზოდს რომ ვუყურე თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.
პედრო დღეს უკვე ბრენდია და მის სიტორიას, თავად მთავარი გმირის მონაწილეობით, MTV-ზე სატელევიზიო ფილმი გვაცნობს. მინდა თქვენც ნახოთ, პრომო მაინც. ისე MTV გვპირდება ეპიზოდების საიტზე უფასოდ განთავსებას. ვნხაოთ რა გამოვა.
პედრო დღეს უკვე ბრენდია და მის სიტორიას, თავად მთავარი გმირის მონაწილეობით, MTV-ზე სატელევიზიო ფილმი გვაცნობს. მინდა თქვენც ნახოთ, პრომო მაინც. ისე MTV გვპირდება ეპიზოდების საიტზე უფასოდ განთავსებას. ვნხაოთ რა გამოვა.
Saturday, April 4, 2009
HX Magazine, მასტიმულირებელი სექს გამოშვება
ჟურნალი HX, ყოველთვის ჩემი საყვარელი საფურცლავი იყო, როდესაც ნიუ იორკში ვცხოვრობდი. ჟურნალის ახალმა სექს გამოშვებამ დამარწმუნა, რომ არ ვცდებოდი ჟურნალის სარგებლიანობაში არც ინფორმაციისა და რამე რუმეების პონტში და არც ესთეტიკური სიამოვნების მიღების პონში. ფოტოები კარლ გიანტს ეკუთვნის და გირჩევთ პოსტის ბოლოში ლინკების შემოწმებასაც.
მართლა, შოკირებული ვარ ძალიან მაგარი ფოტოებით. ონანისტების სამოთხეა :)) იფ-იფ.... ;) "ნაყოფიერ" ვიქენდებს გისურვებთ!

მართლა, შოკირებული ვარ ძალიან მაგარი ფოტოებით. ონანისტების სამოთხეა :)) იფ-იფ.... ;) "ნაყოფიერ" ვიქენდებს გისურვებთ!

Thursday, April 2, 2009
ხესუს ლუზის ჭყუმპალაობა პაპარაცების ობიექტივში ხვდება
თანამედროვე ეპოქაში პოპულარული, რომ გახდე და პაპარაცების აღშფრთოვანება დაიმსახურო სულ რამოდენიმე ვარიანტი გაქვს: უნდა იყო მართლა ნიჭიერი და/ან სექსუალური ანდა ვინმე ნიჭიერი და სექსუალური გხერხავდეს (თუნდაც ყოფილი ნიჭიერი და სექსუალური). ვფიქრობ ხესუს ლუზს (Jesus Luz) არც ნიჭი გააჩნია და არც სექსუალურობა, უბრალოდ მადონა ხერხავს და სწორედ ამისთვისაც ჩნდება მისი აურაცხელი ფოტო ვებზე და ჭორ-ჟურნალ-გაზეთებში. მორიგი ფოტოსესია იპანემას სანაპიროდანაა. ხესუსი და წყალი... არის ამ ორ ელემენტში რაღაც, რას სასწაულის მოლოდინს გიღვიძებს. თუმცა ჩვენი ხესუსი წყლაში ძალიან მოუქნელი ჩანს. ისე, არ ვიცი როგორ აკმაყოფილებს იმ ქალს. სხვათაშორის არც ინსტრუმენი მომეჩვენა მაინცდამაინც გრანდიოზული. ალბათ წყალში შეცივდა პატარას. მოკლედ ხესუს წყალი აშკარად არ უხდება. არ მეგონა, რომ ამ ცისფერთვალება ბიჭს ზღვის სანაპიროზეც კი ისეთივე ვიდი ექნებოდა როგორც ქობულეთის "პლაჟზე" გარიყულ კაკაშკას.


ახალბედა შვედი მოდელი კელე ერიკსონი
დავიკარგე რაღაც ვებ სივრციდან, მაგრამ ეს ნამდვილად არაა ჩემი ბრალი. აქეთ იქით მიწევს ტუნტური. ასე რომ უცხო მიწებს შესეული ვერ ვახერხებდი პოსტვას. მოკლედ, გავცოცხლდი და პაუზას შვედი ერის შესანიშნავი ეგზემპლარის კელე ერიკსონის (Calle Eriksson) ფოტოების პოსტვით ვხსნი. ფოტოები ძალიან კარგი ფოტოგრაფის ჯოსეფ ალექსანდერის (Joseph Alexander) ობიექტივს ეკუთვნის, რომელის პეროსნალური საიტის ლინკის პოსტის ბოლოში განვათავსებ.
ახლა კი მოდელზე; კეილი ახალბედა მოდელია, საზეხე ისე რაა, მაგრამ აი ტანი ვაჰჰჰაუ! და არა მარტო ტანი ;) ბოლო სურათზე გავაფანატე და თუ თქვენც კარგად დააკვირდებდით მიხვდებით რატომ ;)

ახლა კი მოდელზე; კეილი ახალბედა მოდელია, საზეხე ისე რაა, მაგრამ აი ტანი ვაჰჰჰაუ! და არა მარტო ტანი ;) ბოლო სურათზე გავაფანატე და თუ თქვენც კარგად დააკვირდებდით მიხვდებით რატომ ;)

Friday, March 20, 2009
სურათები მილანის მოდის კვირეულის კულისებიდან
შვედურმა ჟურნალმა Dorian ახალ გამოშვებაში საინტერესო ფოტოები შემოგვთავაზა მილანის მოდის კვირეულიდან. ფოტოგრაფი ანდრეა ბენედეტის (Andrea Benedetti) კულისებს მიღმა გადაღებული სურათები ცოტათი მაინც გვიკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას და სურვილს ერთი თვალით შეიჭყიტო კულისებს მიღმა. ფოტოებზეა მოდელები ნილს ბატლერი (ტრუსების ამარა რომ დგას და შარვლის ჩაცმას ლამობს), ტყუპები ჯონათან და კევინ ფერეინა, მიგელ იგლესიასი და შონ ო'პრი, მოკლედ ყველა ცხელი და სექსი ბიჭი :)
ისიამოვნეთ!




ისიამოვნეთ!




Subscribe to:
Posts (Atom)












































