მართლა ჯალიან სექსია და რა ვუყო ?...












წელს მოდის სამყაროში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გენიალური სანახაობა 2008 წლის მილანის მოდის კვირეულზე ტყუპების დენი და დინის - Dsquared2 - კოლექციის ჩვენება იყო. მართალი, რომ გითხრათ მიჭირს თქმა თანსაცმლის მოდელებით უფრო მოვიხიბლე თუ ცოცხალი მოდელიებით. არაფერს ვამბობ ჩვენების დადგმაზე, გაფორმებაზე, მუსიკასა და ... სხვა დეტალებზე. ყველაფერი ეს მხოლოდ ძალიან გემოვნებიანმა ადამიანებმა შეიძლება გააკეთონ. ხოდა გადავწყვიტე ჟურნალში - DETAILS გამოქვეყნებული პატრა რჩევა-ინტერვიუ დამეპოსტა.



(Movie link added on Jan 4, 2009)
მაგარი ამბავი! რეჟისორი გას ვან სანტი 26 ნოემბერს თავისი ახალი ფილმის „მილკი“ პრემიერისათვის ემზადება. გას ვან სანტი განსაკუთრებით საყვარელი რეჟისორია ალბათ ყველა ჩვენგანისთვის ვინც ერთხელ მაინც ნახა მისი ადრინდელი ფილმი „ჩემი პირადი აიდაჰო“ (My Private Idaho.1991 ) რივერ ფენიქსისა და კეანუ რივზის მონაწილეობით. (მე პირადად ძაალიან ბევრჯერ ვნახე, სხათაშორის Gol.ge-ზე გდია) აიდაჰო დღესაც წამყვანია გეი საკულტო ფილმების სიაში. ნუ კეანუზე არაფერს ვამბობ ;) უფრო მაგარი ამბავი ისაა, რომ ფილმის მთავარ გმირს -ჰარვი მილკს - შონ პენი ასახიერებს!!!! და კიდევ მაგარი ამბავი, რომ მილკის ბოიფრენდის - სკოტ სმიტის - როლში ჯეიმს ფრანკოს ვიხილავთ! ყველაზე ძალიან გლიჯავს, რომ ფილმში ჰოლივუდის სექსი მექალთანე, აბსოლუტური სთრაიტი, მადონას პირველი ქმარი და მართლა მაგარი ტიპი შონ პენი ჯეიმს ფრანკოს ეზასავება. ნუ ჯეიმს ფრანკო (ფილმებიდან: Spider Man, Flyboys) ხომ მართლა სექსია და სექსი!
ფილმი ჰარვი მილკის ისტორიას მოგვითრხრობს. მილკი თანამედროვე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი საჯარო მოხელე, რომელიც ღია ჰომოსექსუალი იყო და 1978 წელს სან ფრანცისკოს მერად აირჩიეს. მილკის ისტორია ლამაზი ამაღელვებელი ამბავია, რომელიც მისი ტრაღიკული მკვლელობით დასრულდა. ჰარვი მილკი თანამედროვე გეი სამყაროს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და როგორც კრიტიკოსები ამბობენ შონ პენმა მისი პერსონაჟის უბადლო განსახიერება შესძლო.
„რთული კიდევ ერთი სცენა იყო. მე სრულიად დედისშობილა მომიწია ცურვა ბასეინში რომლის გარშემოც უამრავი ჩაცმული ადამიანი დადიოდა. ძალიან დავიბენი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი - დაწყნარდი, შენ გას ვან სანტის ფილმში თამაშობ. ყველაფერს გავაკეთებ როგორ საჭიროა - მოკლედ მთავარი ისაა რომ ძალიან კმაყოფილი არ რომ ფილმში მონაწილეობა მივიღე,“ -ამბობს ჯეიმს ფრანკო.
არ ვიცი რას ამბობს ჯეიმს ფრანკო, მაგრამ სანამ ამას ვწერდი ორი აზრი მაწუხებდა - რატომ თამაშობენ ჰოლივუდის გრანდიოზულ ფილმებში გეებს სთრაიტები> და მეორე -ვის უფრო გაუმართლა შონ პენს თუ ჯეიმს ფრანკოს?
როგორც წინა პოსტში შეგპირდით პერიოდულად შემოგთავაზებთ პოსტებს იმაზე თუ ქართულ რეალობაში როგორ გავიუმჯობესოთ გარეგნობა. ამ თემაზე თავისუფლად შეიძლება დისერტაციის დაცვა სან ფრანცისკოს რომელიმე უნივერსიტეტში :) თუმცა ქართული რეალობა მწარეა და არა თუ დისერტაცია, ელემენტარული საშუალებების შოვნაც კი ძალზედ რთულია მამაკაცებისათვის. „ვულევუში“ ვიკითხე და ასე მიპასუხეს - ძნელად იყიდებაო. მათ გასაგონად ვამბობ, ვინც დილით მხოლოდ ერთი პეშვი წლის შეშხაპუნებას კმაყოფილდება, აწიეთ გეი ტაკუცუნები, წადით რომელიმე პარფიუმერულ მაღაზიაში (ან აფთიაქშიც ჩითავს რაღაცეები) და შეძინეთ სახის მოვლისათვის საჭირო კომპონენტები. შევეცდები იმ პროდუქტებით შემოვიფარგლო, რომელიც ქართულ რეალობაში ჩითავს.
ქართველი მამაკაცების უმეტესობას სახე უპრიალებს და ფერიმჭამელები უნადგურებს კანს. რა თქმა უნდა სალონში კოსმეტოლოგთან პერიოდული ვიზიტი აუციელებელია, თუმცა ვიზიტებს შორის საჭირო ჩვენ თავად ვიმოქმედოთ.
როგორც წინა პოსტში შეგპირდით პერიოდულად შემოგთავაზებთ პოსტებს იმაზე თუ ქართულ რეალობაში როგორ გავიუმჯობესოთ გარეგნობა. ამ თემაზე თავისუფლად შეიძლება დისერტაციის დაცვა სან ფრანცისკოს რომელიმე უნივერსიტეტში :) თუმცა ქართული რეალობა მწარეა და არა თუ დისერტაცია, ელემენტარული საშუალებების შოვნაც კი ძალზედ რთულია მამაკაცებისათვის. „ვულევუში“ ვიკითხე და ასე მიპასუხეს - ძნელად იყიდებაო. მათ გასაგონად ვამბობ, ვინც დილით მხოლოდ ერთი პეშვი წლის შეშხაპუნებას კმაყოფილდება, აწიეთ გეი ტაკუცუნები, წადით რომელიმე პარფიუმერულ მაღაზიაში (ან აფთიაქშიც ჩითავს რაღაცეები) და შეძინეთ სახის მოვლისათვის საჭირო კომპონენტები. შევეცდები იმ პროდუქტებით შემოვიფარგლო, რომელიც ქართულ რეალობაში ჩითავს.
სახე დღეში ორჯერ უნდა დავიბანოთ. საპნიანი საშუალებით ხშირი დაბანა სახის გამოფიტვას გამოიწვევს. ამიტომ სტანდარტულად დაბანა დილით და საღამოთია საჭირო. დავიბანოთ სპეციალური საშუალებებით და არა მხოლოდ წყლით, ან თუნდაც პალმოლივით :) თბილი წყალი და ქვემოთ ჩამოთვლლი საშუალებები, რომლებსაც დეტალურად ავღწერ. ესაა სპეციალური სახის საპონი, ან სახის დასაბანი ქაფი ან სახის დასაბანი გელი. არჩევანი ბევრია. დღეში ერთხელ გამოიყენეთ ბუნებრივი ღრუბელი, უფრო საღამოთი (სურათი -2) და ნაზად შეიზილეთ ქაფი სახეზე. თუ კლინიკის - Clinique - სამ საფეხურიან სისტემას ხმარობთ მაშინ დაბანის შემდეგ გაიწმინდეთ სახე კლინიკისივე ლოსიონით (სურათი -4) დასველებული ბამბის ქულით.
სახის გაწმენდის დასასრულს სასურველია მონაცვლეობით შეისხათ ცივი და თბილი წყალი. ეს გაამაგრებს სახის კანს და ცივი წალი გახსნილი ფორების დახურვას შეუწობს ხელს.
მნიშვნელოვანია! განსაზღვრეთ თქვენი სახის ტიპი. გაქვთ მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი თუ შერეული სახე და შენაძენიც შესაბამისად გააკეთეთ. წაიკითხეთ ეტიკეტზე, თქვენი სახის კანისთვისაა პროდუქტი თუ არა! კომპანიების აბსოლიტური უმეტესობა ამ საშუალებებს რამოდენიმე ვარიანტად უშვებს.
ყურადღება! ეს საშუალებები არ ეხება პრიშჩიკიან თინეიჯერებს. მათთვის სხვა საშუალებების გამოყენება სჯობს. (სექსი და კლერასილი :))
მაშ ასე (სურათზე ზემმოთ, მარცხნიდან მარჯვნივ):
1. Biotherm - შესანიშნავი ხაზი მამაკაცებისათვის. სახის დასაბანი საშუალება. ყოველდღიური მოხმარებისთვის. არის გელის ან სქელი კონსისტენციის კრემის სახით. კარგია, მარა ძვირი. იყიდება ვულე-ვუ-ში. მგონი ისი-პარი-შიც წავაწყდი.
2. სახის დასაბანი ღრუბლი - იყიდება ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში ან აფთიაქში.
3. Lab Series - კარგია, მაგრამ გაგვითავდაო ლუტეციამ თქვა. ელოდებიან ახალ პარტიას. ძვირია.
4-5. Clinique - საპონი და ლოსიონი. ძაალიან კარგია. ძვირია და კარგი. საპონი 3 თვემდე გეყოათ ამიტომ ღირს გადაიხადოთ 45 ლარამდე ამ სიამოვნებაში. ლოსიონი რამოდენიმე სახისაა მშრალი, ცხიმიანი და ძალიან ცხიმიანი კანისათვის. განსხვავდება ფერების და ნომრების მიხედვით. ვაძლევ დიდ რეკომენდაციას. განსაკუთრებით თუ შემდეგ სახის დამარბილებეს გამოიყენებთ. იყიდება ლუტეციაში.
6. VICHY- საკაიფო შვეიცარული ხაზია. ეს სახის ქაფი მამაკაცებისათვის ცალკე არაა, ამითომ გამოიყენეთ ისეთი როგორიც სურათზეა ნაჩვენები. არ არის ძვირი. არის GPC აფთიაქებში.
7-8. Clarins - კარგი რამეა სახის დასაბანი გელი. იყიდება ლუტეციაში. არც ისე იაფია :)
9. VICHY- სპეციალურად მამაკაცებისათვის. სახის დასაბანი გელი. მაგარია. ძვირი არაა, მაგრამ იაფიც არ ითქმის. არის GPC აფთიაქებში.
10. Shiseido – სახის დასაბანი ქაფი, იმენნა მამაკაცებისათვის. არის ეთი სახის. ძალიან ძალიან კარგია. აქ არ ითავს. ღირს ძვირი. შემხვდა თბილისის აეროპორტის duty free-ში.
11 - 12. Body Shop - აქ არ იყო უკანასკნელ პერიოდამდე, მარა გაიჩითა პავლოვზე Body Shop - ის არალიცენზირებულ მაღაზიაში. აქ ძვირია, იქ (ანუ უცხოეთსი) არა, მარა კარგია და აბსოლიტურად ეკოლოგიურია. არის სახის დასაბანი კრემ-ქაფი (11) და მწვანე ჩაის ექსტრატზე დამზადებული ქაფი. ძალიან კარგია.
თუ ვერ მოახერხეთ ამ პროდუქტების ყიდვა, მაშინ Johnson&Johnson, Nivea და ბევრი სხვა. უმჯობესია ესენი შეიძინოთ აფთიაქები.
შემდეგში, დამარბილებლებზე ვისაუბრებთ ;)
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად მაოცბდა, რომ ქართველი გეები არც-თუ-ისე სერიოზულად ეკიდებნოდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე და ფორმაზე ზრუნვას. მამაკაცი, ისევე როგორც ქალი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ჩვენში ჯერ კიდევ ბევრია ცხოველური მაგრამ თავის მოვლის თანამედროვე საშუალებები იძლევა შანს შევინარჩუნოთ კარგი გარეგნობა და ახალგაზრდული იერი. გარწმუნებთ საშუალო ამერიკელი გეი 40 წლის ასაკში ისევე კოხტად და პიწკინად გამოიყურება როგორც ქართველი 25 წლის (ოღონდ მოვლილი ყმაწვილი). მამაკაცის ასაკის გამოცნობა საქართველოში საკმაოდ რთული რამაა. 25 წლისა ზოგჯერ 35 წლისას ჰგავს და პირიქით. მამაკაცებისათვის სალონების სიტემის განუვითარებლობა ალბად თავისთავად მეტყველებს ადრე დაბერებული სახის, ჭაღარა წვერის, ჩავარდნილი სახისა და დაღარული შუბლის სიმრავლეზე 35-45 წლის მამაკაცებში. ევროპულ ამერიკულ კულტურაში კი მამაკაცი სწორედ ამ პერიოდში ყვავდება ;) არ ვდაობ რომ 30 წლის ქართველი გეი ნამდვილად თავის თანასწორ სთრაითზე შეუდარებლად ნორჩად გამოიყურება. მაგრამ მაინც ბევრ რამეს შევცვლიდი და პირველ რიგში მამაკაცებს ვასწავლიდი თუ როგორ მოუარონ თავს. ხაზს ვუსვავ მამაკაცებს და აქ ნამდვილად ვერ განვასხვავებ გეის სთრაითისაგან, რადგან „სტლნი“ და „სექსი“ მამაკაცის დანახვა ყოველთვის ბევრად სასიამოვნოა ვიდრე ახალგაზრდობადაკარგულ ყურჩამოყრილ ბიჭებისა და ხაზს ვუსვავ -ჩაცმა და სტილი აქ არაფერ შუაშია. ჩვენ ვისაუბრებთ ფრჩხილებზე, თმაზე (თავზე, სახეზე, ტანზე, ყურებში ტაკოში და ა.შ.). გარწმუნებთ სლიკინა ჰოლივუდელი ბიჭები ყოველთვის სლიკინები არ იბადებიან და არც ბიცებს-ტრიცებს, სიქს-პაკ, ბლა ბლა ბლა კუნთები ჰყვებათ დედის საშოდან. ამ პოსტში ჩვენ რამოდენიმე მოკლე, მაგრამ საჭირო რჩევაზე ვისაუბრებთ, რომლებსაც ხოლო შემდეგში ნელ-ნელა გავავრცობთ და ჩავუღრმავდებით..jpg)
რჩევა 9
რჩევა 12