ჟურნალმა New York მოდელების ცხოვრების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ამსხვრევს მითს მოდელების მდიდრული ცხოვრების შესახებ. უმართლებს მხოლოდ ერთეულებს. მოდელების ცხოვრება რთულად და გაჭირვებაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით საშინელი კი ფეშენ ვიქისთვის მზადებაა. გიწევს უამრავი მუშაობა, ცხოვრობ საშინელ ბინაში (რომელსაც სააგენტოები ქირაობენ) ბევრ სხვა მოდელთან ერთად. ხეირი მხოლოდ უფასო კვებაში, უფასო ფეშენ ტანსაცმელში და ჩვენების შემდეგ გასართობ პონტებშია. ადრე ჩვენებაში 5000 დოლარს იხდიდნენ, ახლა კი 2000-საც ძლივს აღწევს. ასე რომ ნუ შეგშურდებათ, ასეთ ცხოვრებაში ღირებული არაფერია.
ღირებული შეიძლება მხოლოდ ერთი რამ იყოს. ესაა ფოტოგრაფი კას ბირდის (Cass Bird) ფოტოსერია - ფეშენ ვიქის ბექსთაიჯი. (აუ რამდენი ძველქართული სიტყვა გამოვიყენე არა?) ფოტოები მართლაც მაგარია და რაც მთავარია გემრიელი :) მთელი სხეულით ვიგრძენი ამ პატარა ცუგრუმელების გულისტკივილი.
მოდელობა არასოდეს მინდოდა აი კასტინგს კი დიდი სიამოვნებით ჩავიბარებდი, ა? ;)
თუ დაგაინტერესათ ეს ლინკებიც გაჩითეთ: ჟურნალი - NY Mag ფოტოგრაფის ოფიციალური საიტი- Cass Bird
ვერ გეტყვით, ძალიან გამიხარდა მეთქი ან საერთოდ არ მოველოდი მეთქი, სწიოპას და გოგონების საგზურს მოსკოვში ევროვიზიაზე. გულიც მიგრძნობდა და ლოგიკაც მეუბნებოდა ეგენი არიან ისინიმეთქი :)) სიმღერაზეც ვერ ვიტყვი გენიალურიათქო, მაგრამ გულს ფხანს, საკაიფოდ იცეკვება, გაჯაზება ბუხოიზე მოსულა, კლასიკური დისკოა და მოკლედ როგორც ოსტინ პაუსერსი იტყოდა - groovie it babe, yeah.. ;) ვხიალისობ და ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე პუწია ბიძია ამჯერად შაშას გამოგვიგზავნის იქიდან თუ კოლას. მთავარია, რომ მსოფლიო გეი ქომიუნითი აღფრთოვანდება დისკოს რიტმებით და იმადია სტეფანჩიკა და გოგონები ვერკა ბებიას გმირობას მაინც გაიმეორებენ მოსკოვ-ქალაქში.
პირადად მე, დავქაჩე We Dont't Wanna Put In ევროვიზიის გვერდიდან და ფრიდა ვხალისობ. იგივეს გირჩევთ თქვენც ;)
მისტერ ვალენტინი მაინც შედგა და გამარჯვებულის გამოვლინდა. საბედნიერო "ჯვაროსნების" ლაშაქარი დაიღალა სიყვარულის დღეს ქუჩაში ტანტალით, აკრიბა გუდა ნაბადი და ოჯახებში წავიდა. არა მგონია ვინმესთვის მიელოცათ ვალენტინობა, დაკავებულები იყვნენ ბროშურების გავრცელებით. ბროშურისს ტექსტს აუცილებლად დავდებ საიტზე. მთელი დღეა ვბჟირდებით სიცილით მაგის კითხვაში გეებიც და საბედნიეროდ სთრაიტებიც.
ხოდა, რაც მთავარია, გუშინ მისტერ ვალენტინი და კიდევ რამოდენიმე გამარჯვებული გამოვლინდა.
მისტერ ვალენტინი გიორგი ნაზღაიძე გახდა. ძალიან სექსი და საკაიფო ბიჭი. მიხარია, რომ მისს საქართველოსგან განსხვავებით შესაძლებელია საქართველოში კონკურსში სექსუალურმა კაცმა გაიმარჯვოს. ისე გამახსენდა საიდან მეცნობოდა ეს 23 წლის ბიჭუნა. ტელეკომპანია მაესტოს რეალითი პროექტიდან, აღარ მახსოვს რა ერქვა ტოლი დამშეულები ტოლი მაზოხისტები. ის მახსოვს რომ თითქმია აწამებდა მისტერ ღლონტი. ხოდა, თუ გახსოვთ ყველაზე ენაკვიმატი და მხიარული ბიჭი, აი ეგაა ნაზღაიძე. რამდენს ვუმესიჯებდი არ იცით. როგორც კი დავინახე ეგრევე ჩამერთო "მაიაკი" ;)
როგორც იცით დღეს საღამოს 10 საათზე საიტი Eva.ge-ს ინიციატივით დაგეგმილი იყო კონკურსის -მისტერ ვალენტინი - დასკვნითი საღამო კლუბ კუბიკში. ძალიან ვეცადე შეღწევას, მაგრამ არ გამომივიდა. რომც გამომსვლოდა ვინ მაცლიდა რო? კლუბის წინ თავმოყრილია გამოიცანით ვინ? ისევ ჩვენი "საპატიო" ჯვაროსნები, ხელში უჭერიათ ხატები, ჯვრები და ცდილობენ გაიმეორონ შარდენზე ჰელოვინის ფართის გმირობები! არ მოწონებიათ მისტერ ვალენტინის გაკონკურსება და გაჰკივიან რომ წმინდანის სახელზე არ შეიძლება კონკურსების ტარება. მცხვენია, რომ ამ ხალხთან ერთად ვცხოვრობ ქალაქში რომელიც ყოველთვის ტოლერანტობის, პროგრესისა და სილამაზის სიმბოლო იყო, საქართველოსთვის მაინც! როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი? ასე თუ გაგრძელდა თეირანი მონაგონი იქნება! ყველამ უნდა ვქნათ რამე! არ ვიცი რა მაგრამ რამე უნდა ვქნათ! მალე ალბათ სახლებშიც შემოგვივარდებიან!
გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტებში რა?!
ნახეთ ჰელოვინ-ფართის დარბევა შარდენზე:
ვისაც არ დაგეზარებათ და გულის მოფხანა გინდათ, დაქაჩეთ ფილმი V for Vendetta (Go.ge-დან) სიუჟეტი მოგაგონებთ ჩვენს დღევანდელ რეალობას.
თუ თქვენ ჩემს ბლოგს ხშირად კითხულობთ, არ გეუცხოვებათ ფოტოგრაფი ფრანსუა რუსო (François Rousseau)და მისი შემოქმედება. ამ ბლოგზე, მისი გალერეის გარდა, მოდელების სურათების საკმაოდ დიდი ნაწილიც რუსოს კამერას ეკუთვნის. ეს პოსტი მის ახალ პროექტს ეძღვნება - Atelier.
რუსო ფოტოხელოვნების სამყაროში 1995 წელს აღმოჩნდა. სწორედ ამ წლებში წაიკითხა პატრიკ გრანვილის რომანი - L’Atelier du Peintre (მხატვრის სახელოსნო). რუსოზე დიდი ნაწარმოებმა შთაბეჭდილება მოახდინა. მოქმედება ლოს ანჟელესის ქუჩებში ვითარდება. ნოველის მთავარი გმირის ურთიერთობები მოდელებთან, რომელებიც მხატვარს სახელოსნოში პოზიორობდნენ, რუსოს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. 20 წლის შემდეგ კი, რუსომ ნოველა ფოტოგრაფიაში გააცოცხლა. გენიალურია ნოველის გმირების ვიზუალიზაცია.
პროექტ Atelier-ს მარილი დააკლდებოდა რომ არა მიხაელ კარლსონი, რომელმაც პროექტისათვის მუსიკა დაწერა. თანამედროვე მუსიკა კამერული ორკესტრისათვის, რომელიც პროექტს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს.
Atelier-ის მუსიკალური ვიდეო სეგიძლიან ნათოთ ამ ლინკზე.
ჩემს წინა პოსტზე - ბექჰემები დედა ევროპას უბრუნდებიან - ბევრი საუბრები (კომენტები) მიმოიცვალა ბექჰემების ოჯახის და მისი წევრების ორიენტაციის შესახებ. ხოდა ამ პოსტით ვპასუხობ ბლოგერ ალექსანდერს ;)
ა, ბატონო, თუ არ გჯერა. ეს ხელჩაკიდება ამიერიკისთვის კი არა საქართველოსთვისაც ზედმეტად მამათმავლურია ;) ისე, ჰოლივუდში მართლა ბევრს ჭორაობენ ორივე ბექჰემიც და ტიმბერლეიკიც სერიოზულადაა "გაცივებულიო". ჯასტინასაც და ბექჰემსაც რომ "ესმოდათ" ყოველთვის მქონდა ეჭვი, მარა ერთად რომ აჯაზებდნენ არ მეგონა.
როგორც სჩანს ედილსონ ნასციმენტოს ძალიან დაკავებული გრაფიკი აქვს. კვირა არ გადის, რომ საერთაშორისო არენაზე ამ ბიჭის მორიგი ტანტალა სურათები არ გამოჩნდეს. აჯერად გთავაზობთ ედილსონის ახალ სურათებს, რმოელიც ფოტოგრაფმა მარციო დელ ნერომ გადაიღო. გალერეის შავთეთრი სურათები კი ასევე ახალი სერიაა გესის (Guess) მამაკაცის ტრუსების კოლექციისათვის.