Tuesday, September 23, 2008

ქალაქის ცრუ თუ ნამდვილი გეი სიმბოლოები

თბილისს, როგორც ყველა ანტიკურ ქალაქს, თავისი ფარული გეი ისტორია აქვს. ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა, ხან ფარულად - შეპარვით, ხანაც ჭორებისა და მითების დონეზე. თუმცა სადავო მაინც ბევრია.

ის რომ „კინტო“ ორიოდე საუკუნის წინ ლამის გეის სინონიმი იყო აღარ დაობენ. არც ძველი ქალაქური სიმღერის ავტორი, გულისამაჩუყებლად წითელპერანგა პატარა ბიჭს რომ დაეძებდა, იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და არც სიმღერის „ადანდალი დანდალი ჩემი ოქროს შანდალი“ ავტორი გულისზმობდა „შანდალში“ შანდალს. დარწმუნებული ვარ მტკვრის კალაპოტი ჯებირებით რომ არ შემოეზღუდათ დღესაც იარსებებდა კუნძული „მადათოვი“ და დიდ კონკურენციას გაუწევდა თბილისის სახელგანთქმულ „პლეშკას“. არაფერს ვამბობ აწგანსვენებული „ჭრელი“ აბანოს საერთო აუზზე, რომელიც ხშირად დიდ სიურპრიზებს უმზადებდა ჩვენი ქალაქის არატრადიციული ორიენტაციის მკვიდრებსა და სტუმრებს.

მიუხედავად ცისარტყელისფერი დროშების არ არსებობისა ქალაქს მაინც გადაკრავს თბილი ცისფერი ფერი. ორიოდე დღის წინ ამ ფაქტზე ჩემმა ერთმა გერმანელმა მეგობარმა დამაფიქრა. ბოლო სამი წლის მანძილზე მან ჩემზე კარგად აუღო ალღო თბილისის დახლართულ სიმბოლოებსა და ქუჩებს. რაც მთავარია კარგად დამისაბუთა, რომ ყველა ცნობილი „გეი ატრაქციონი“ ურბანული სიმბოლიკის, სახელის ან ისტორიული კონტექსტის გამო იქცა გეი კონტექსტის მატარებლად და პირიქით. ანუ ამ ადგილებთან დაკავშირებულმა „ისტორიულმა“ პრაქტიკამ ამ ადგილებზე სიმბოლოების ინსტალაცია და ტოპონიმიკის ცვლილებები გამოიწვია.

მოდით მივყვეთ ფაქტებს. მზეჭაბუკი „ფოთოლა“ - სპორტის სასახლის წინ მდებარე ვნებიან-დუნდულებიანი ყმაწვილის ქანდაკება ბევრისთვის საყვარელი პაემანების ადგილია. კავშირი აშკარა და უტყუარია!

ქალაქის მთავარი „პლეშკა“ ჩელუსკინელების ხიდთან იღებს სათავეს და გმირთა მოედნის ტერრიტორიაზე სრულდება. პეშკის დასაწყისში ამაყად წამოჭიმული, ოქროს პირსახოც შემოხვეული „პრომეთეს“ ქანდაკება გეი-თბილისის განუმეორებელ „ლანდსქეიფს“ წარმოადგენს. მზეჭაბუკის არ იყოს პრომეთეს შესაშური ტაკუცუნები გაუკეთა ავტორმა და ხელში ცეცხლის ალი დააჭერინა.
ცნობილი „პეროვსკაიას“ ქუჩა, ძირძველი თბილისური „გეი სცენა“ გასული საუკუნის 90-იანების შემდეგ, ახლა ელ. ახვლედიანის სახელობისაა ;)
ე.წ. ალექსანდროვის ბაღი, ქალაქის გულში ძალიან ლამაზი და ძველი ბაღი, რომელიც ასეთივე ძველი „კრუიზინგ“ არეაა. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ბაღი ცისფერი გალერეის უკან მდებარეობს? როგორია?

ყაზბეგის გამზირზე წითელი ბაღი ჩემი ბავშობიდანვე „უცნაური“ რეპუტაციის სარგებლობს. არცაა გასაკვირი, რომ მისი ძირძველი სახელი „ბლიადსკი“ პარკია ;) ისე ბაღში გვიან თუ გაგისეირნიათ, მიხვდებით რომ სიტყვა „წითელი“ არამარტო წითელი აგურის ნაფხვენიდან მოდის უხვად რომაა მიმოფანტული. ისე მე ცისფერ ბაღს დავარქმევდი.

შარდენის მიდამოები, მანთაშოვის რიგი - კიდევ ერთი ცნობილი „გეი კრუიზინგ არეაა“. და რა თქმა უნდა „არეა“ ფარაჯანოვის გენიალური ძეგლით იწყება. (ისე კომპოზიციას ბახუსი კი ქვია)

რუსთაველის გამზირი, რომელიც მერიის წყალობით მართლა ძალიან ლამაზ ქუჩად გადაიქცა, ყოველთვის წარმოადგენდა მთავარ „კრუიზინგ არეას“. წვაავთ? ტარიელისა და ავთანდილის სიყვარულის ამბავი ხომ საუკუნეებია ლეგენდადაა ქცეული.
პუშკინის სკვერი - ბოლო დროის პოპულარული „გეი კრუიზინგ არეაა“. მართალი გითხრათ ჭირს სიმოლოების განსაზღვრა. პუშკინი ცნობილი იყო როგორც gay-friendly ადამიანი. პუშკინი თავად სთრაიტი ძალზედ ახლო მეგობრობდა ფილიპ ვიგელთან, რომელიც ცნობილი იყო ჰომოსექსუალური მიდრეკილებებით.
მოკლედ ბევრი შიძლება კიდევ დავწერო აბანოთუბანზე, ქართლის დედაზე (რომელიც მარცხნიდან პროფილში სრულებით არაა დედა. ეგეთ დედას სასწრაფოდ ესაჭიროება კუზანოვის კლინიკაში ოპერაცია), ბერიკაობის ქანდაკებაზე ბარათაშვილის ხიდთან და ა.შ. მთავარი ისაა, რომ ჩემი გერმანელი მეგობრის ხუმრობაში სიმართლის მარცვლებიც უხვად დავინახე.
ამ ამბავმა კარგ ხასიათზე დამაყენა. მთავარია ჩვენმა „ნაცისტებმა“ არაფრი გაიგონ.

5 comments:

Alexander said...

ბატონო დავით, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით? არა, მე პირადად ამ თქვენს პოსტს ნობელის პრემიაზეც კი წარვადგენდი, მაგრამ ხომ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს ამ თქვენი ნაწერებით დისკომფორტი შეუქმნათ? როგორ? როგორ და იქნებ ამ ადგილებს, რომელსაც ეს ადამიანები კონფიდენციალურად თვლიან, და ზოგჯერ სტუმრობენ კიდეც, ასეთი ”გაბაზრების” შემდეგ შეიძლება აღარც გაეკარონ. თუმცა რა ვიცი რა ვიცი...

David M said...

კონფიდენციაურად არა და მამიდან შვილს გადეცემა საიდუმლოდ ლეგენდის სახით... იმის მაგივრად რომ ახლად ფეხადგმულ თაობას ის მაინც გააგებინოთ სად ნახონ თავის მაგვარნი, საიდუმლოების კორიანტელს უყენებთ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს სთავაზობთ თავი არ მოიკლათ, რაღაც ჯანდაბა ფონდში მიდით და იქ გადაგაფიქრებენ რა ქნათო... კაი რა, სად იყო ეგ ჩემს დროს ფსიქოლოგიური კონსულტაცია არა კვახი! კუტუზკაში გიკრავდნენ თავს! და მაინც ვცხოვრობდით, მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს, მაინც გვქონდა კლუბიც, ბარიც, სექსიც და სიყვარულიც.ყველანი ვიცნობდით ერთმანეთს! ეგ კრეტინული ორგანიზაციებია ყველაფერს რომ ღუპავენ. პარადი არა შმარადი. პარადები გვეყოფა ბატონო, არღარ გვჭირდება. ისე შენ რაღაც გულში მოგხვდა გეიგაი... სად დასეირნობ ხოლმე პრომეთესთან თუ ფოთოლას მიდამოებში?....

პ.ს. არ გეწყინოს გენაცვალე, კარგი ბიჭი ჩანხარ და კარგი ბლოგი გაქვს. კომენტარებსაც გიტოვებ ხოლმე.ტაკ დერჟატ'. ვიკამათოთ და ვეძიოთ ჭეშმარიტება.

Alexander said...

რა უნდა მეწყინოს, მე ჩემი თავი არ მიგულისხმია, არც ისეთი პატარა ბიჭი ვარ, რომ ასეთი რამეები გადახარშული არ მქონდეს. რაღაც-რაღაცეებს ძველი დროიდან მეც ვარ მოსწრებული და ვიცი რა სიტუაციაც იყო. მაგრამ ამ ორგანიზაციებს რას ერჩი ვერ გავიგე? გინდა პარადი ჩაატარონ და რაც გინდა ის გააკეთონ, შენი მხრიდან ამისი აკრძალვა ცოტა უხერხულია. აბა რა, პარადი არა და პირადი? ეტყობა პირადი საქმე ძალიან კარგად გაქვს აწყობილი და ამიტომ ლაპარაკობ ასე. თუკი რამე ინიციატივაა, ჩემი აზრით, ამ ინიციატივების მიზანი ისაა, რომ ადამიანებს ერთმანეთის გაცნობის, ინფორმაციის გაცვლის კომფორტული საშუალება ჰქონდეთ და არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ ფოთოლა და ოქროსზეწარ შემოხვეული ტიპებთან დაბირჟავებულ ”ტავარზე”.

Anonymous said...

wow...

hmm ra saintereso yofila tbilisi....

Anonymous said...

სულ ეგ არის ბიჭებო?
ლგტბ-ების და ვითომც მორწმუნეთა ერთობლივ გეი-აღლუმზე რატომ არაფერს ამბობთ?
მამენტ, ის რელიგიური ჯგუფიც, გეი აღლუმის მხარდასაჭერად მოვიდა , უბრალოდ ანტი-ლგტბ -ებად შენიღბულნი, რომ პონტი აეგდოთ ვითომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართო.
ეგ ვერავინ მოტვინა ?
ცემა ტყეპაც კი მხოლოდ და მხოლოდ შენიღბული სექსუალური აქტი იყო.არა ბიჭო ეხლა წვერმოშვებული ჯვარჩამოკიდებული როჟები ცისარტყელებიან ტიპებს ზასაობას ხომ არ დაუწყებდნენ.
აჰგ ეგ ცუღლუტები.
ისე ანაფორა მაგარი ტრავესტი პონტია მე თუ მკითხავთ...
იმის არ იყოს, ეკლესიაში მღვდელი რომ საკმეველით დადის და შეშფოთებული გეი რომ დაუძახებს “ვაიმე, უკაცრავად გენაცვალე, მაგრამ თქვენი ხელჩანთა იწვისო!“

Blog Widget by LinkWithin