Thursday, September 18, 2008

DSQUARED, მინი შორტები და კრიშტიანუ

კრიშტიანუ რონალდუს გეი კერპად დასახელება არ გამკვირვებია. ამ თემამ ქართული ბლოგების ყურადღებაც კი დაიმსახურა http://gaytb.blogspot.com/2008/09/blog-post_12.html

კრიშტიანო ერთ ერთი ყველაზე სექსუალური ფეხბურთელი და ბევრი ჩვენთაგანის ფანტაზიის ობიექტია. პორტუგალიელი მაჩო მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელია და კარგი გემოვნებითაც გამოირჩევა (უფრო სწორედ გამოირჩევოდა), თუმცა მაინც 1 ადგილს არ მივცემდი გეი კერპების ათეულში. ჯერ ერთი ნერეიდა გალადო რომ გეყოლება გერლფრენდი ესე იგი გემოვნებაში გერხევა (თუმცა ჭორები დადის იჩხუბეს და რამოდენიმე დღის წინ დაშორდნენო). მეორეც ექსტრავაგანტულობა კია კარგია მარა თითქმის „გეი დრაგ ქუინის“ ფორმაში ვესთ ჰოლივუდში ბოდიალი პროვინციელ პორტუგალიელსაც კი არ ეკადრება. მოკლედ თავად განსაჯეთ. სურათები 26 ივლისსაა გადაღებული, ლოს ანჟელესში, ჰოლივუდში. რონალდუს მსუბუქი ოპერაციის გაკეთება მოუწია და ეს პირველი დღეა "კარში" გამოსვლის. ისე მე მგონი ნარკოზმა იმოქმედა ცუდად:)




















მიუხედავად ამისა მაინც ძალიან საყვარელია და რონალდუს თემას კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები. ამჯერად კიდევ რამოდენიმე სურათს დავაგდებ, ოღონდ წარსულიდან.




































1 comment:

Alexander said...

შემოვევლეეე :) ძალიან საყვარელია, რა ვქნა ფეხბურთელები და მოცურავეები ჩემი სუსტი წერტილია :) არა რა ფორმაშია შორტებში, დავეცი რასაც ქვია. მე ვერ ჩავისცამდი ასე :)
დავიდ, თუ შეიძლება Word Verification მოხსენი, თორემ ართულებს კომენტარების დატოვებას.

Blog Widget by LinkWithin