Thursday, November 13, 2008

ოდეკოლონი გეი მამაკაცის ცხოვრებაში

ოდეკოლონი მამაკაცის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია. ოდეკოლონის სუნი ბევრს ამბობს მისი მეპატრონის ხასიათის, თვისებების, განწყობისა და სტილის შესახებ. ოდეკოლონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეი საყაროში. არჩევანის მრავალფეროვნება ხშირად დამაბნეველია და გვირთულებს გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში პარფიუმერიის ინდუსტრიამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ ყველა უგერგილო "სელებითის" სურვილი აქვს შექმნას საკუთარი სუნამო და შეასაღოს დაბნეულ მომხმარებელს. არადა ინგრედიენტები როგორც წესი ერთიდაიგივეა თუმცა კომბინაციების უსასრულო შესაძლებლობას იძლევა. პარფიუმერიის რეკლამა უზარმაზარ მასშტაბებს ღებულობს და ხშირად პარფიუმს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობთ რომ მასზე ლამაზი ბიჭია გამოსახული, ან კონსულტანტი გოგონა იმდენად გვაბნევს რომ მზად ვართ ყველაფერი შევიძინოთ ოღონდ გავაღწიოთ მაღაზიიდან.

მინდა რამოდენიმე რჩევა გაგიზიაროთ ოდეკოლონის მოხამრებასთან დაკავშირებით და ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ ასორტიმენტთან დაკავშირებით.


ოდეკოლონი ინტიმური სითხეა და თავისთავად არსებობს წესები რომელიც მნიშვნელოვანია დავიცვათ, რადგან ნებისმიერ ინტიმურ საქმეში მნიშვნელოვანია სექსუალურობა და არა სიპახაბნე.

დაისხით მცირე პორციები. დიდი ოდენობით დასხმული პარფიუმი ხშირად გამაღიზიანებელია გარსშემომყოფთათვის და დიდი ოდენობით მისი გამოყენება უდონობად. ოდეკოლონის სუნი არ უნდა გაწუხებდეთ არც თქვენ და არც სხვას. სუნი მხოლოდ პირად სივცეში მოახლოებისას უნდა იგრძნობოდეს. პარფიუმის სურნელი ასე უფრო ინტიმური ხდება. გახსოვდეთ რომ ხშირი გამოყენებისას თქვენ ვეღარ გრძნობთ ოდეკოლონის სუნს, თუმცა სხვები ამას კარგად გრძნობენ.

ნუ გამოყენებთ ოდეკოლონს სხვა სუნებთან კომბინაციაში, მაგალითად გაპარსვის შემდეგ წასმული ავთერშეივი სრულიად სხვა არომატს სძენს თქვენს პარფიუმს. ამიტომ ისარგებლეთ ან უსუნო ავთერშეივით ან ჩამოიბანეთ ოდეკოლონის დასხმის წინ.

ცუდი ტონია ყოველ დღე სხვადასხვა ოდეკოლონის გამოყენება. ეს თქვენს ინდივიდუალურობას აკნინებს. თანაც როგორც წესი ტანისამოსი ადვილად ითვისებს წინა დღით დასხმული კოლონის სუნს და ერევა ახლადდასხმულს. რაც საბოლოო ჯამში საზიზღარ ეფექტს გვაძლევს. აირჩიეთ ერთო ან ორი სახის კოლონი და თუ მაინცდამაინც ახლ სუნზე გადასხვლა გინდათ, შეიძინეთ ახალი ძველი კოლონის გათავების შემდეგ. მე მაგალითად მსოლოდ ორი სახის სუნამოს ვხმარობ (რა თმა უნდა ცალ ცალკე, ერთიდან მეორეზე მხოლოდ რამოდენიმე კვირის ან თვის შემდეგ გადავდივარ). გაითვალისწინეთ რომ თქვენ არა მარტო სახით არამედ სუნითაც გცნობენ გარშემომყოფნი.
არანაირად არ დაისხათ სხეულზე შხაპის გადავლების გარეშე (მითუმეტეს თუ წინა დღის სხვა პარფიუმი იხმარეთ). ყველა ადამიანი თავისი უნიკალური სუნის მფლობელია. კოლონის სურნელი თქვენი სხეულის სუნთან შერევისას ქმნის განსაკუთრებულ ეფექტს. ამიტომ ეს კოლონის არჩევისასაც გაითვალისწინეთ. ის რაც უხდება სხვას შეიძლება არ მოგიხდეთ თქვენ. უმჯობესია თუ ტესტერს კანზე დაისხავთ და რამოდენიმე საათის შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას თუ რომელი კოლონი იყიდოთ. სხეულის სუნი სწორედ უნიკალურობას სძენს პარფიუმს და ქმნის მრავალფეროვნებას. ერთი და იგივე სუნამო სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ეფექტს იძლევა.

სუნამოს შეძენისას ნუ ეძგერებით ერთდროულად რამოდენიმეს. ეს დამაბნეველია. ნუ დაისხავთ ხელზე რამოდენიმე სუნამოს, აუცილებლად დაიბნევით. და გაითვალისწინეთ რომ სუნამო მაღაზიაში სხვა არომატს იძლევა და გარეთ სხვას. შეძენისას ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს მოდურია თუ არა ოდეკოლონი. მოდურია ის სუნი რომელიც თქვენ გიხდებათ.
როგორც წესი სასურველია ზამთარში უფრო თბილი, მოტკბო სუნები გამოიყენოთ. აი ზაფხულში კი ტკბილი სუნი გამაღიზიანებელია. ამიტომ გირჩევთ გრილი არომატის არჩევას.
არასოდეს დაისხათ ოდეკოლონი ტანისამოსზე. მხოლოდ სხეულზე. უჯობესია კისერთან, ყურთან ახლოს, იქ სადაც არტერიები გადის. სისხლის პულსაცია ხელს უწყობს არომატის გაფანტვას. დასხმა შესაძლებელია მაჯებზეც. არანაირად არ მიისხათ იღლიებთან (ეს საშინელებაა). და თუ სასიამოვნო პაემანი გაქვთ წინ და მაინცდამაინც გინდათ "თქვენს პატარა მეგობარსაც" კოლონის სუნი ასდიოდეს დაისხით ძალიან მცირე ოდენობით. ისაც დიდი ხნით ადრე და შეეცადეთ არომატის პირველი ფაზა (ასე 10 წთ) არა ტრუსებში არამედ სუფთა ჰაერზე აორთქლდეს. ვგულისხმობ იმას რომ ტრუსებს ეგრევე ნუ აიწევთ და რაც მთავარია პარფიუმი თქვენი მეგობრის თავს მოარიდეთ. მიისხით მხოლოდ ბოქვენზე. (ისე მე მაინც არ გირჩევდით ამის გაკეთებას) რა თქმა უნდა დაისხით მხოლოდ დაბანილ ტანზე!

ნებისმიერ პარფიუმს რამოდენიმე ფაზა აქვს. პირველი მძაფრი ფაზა მალევე გადის, რის შემდეგაც ძიღითადი ფაზა იწყება. ასე 4 საათის შემდეგ კი მესამე ტონი იწყებს გამოვლინებას. ამიტომ შერჩევისას ჯობია ყურადღებას ამ სამივე ფაზას მიაქციოთ. რაც მთავარია, პარფიუმი უნდა მოგწონდეთ არამარტო თქვენ, არამედ იმ ხალხსაც ვინც თქვენტან ყველაზე ხშირადაა.


როგორც უკვე ვთქვი სურნელის არჩევა ძალიან ინტიმური რამეა. ამიტომ მაინცდამაინც ნუ იყიდით საჩუქრად, თუ რა თქმა უნდა არ იცით რომ იდ ადამიანი ამ სუნს ხმარობს, ან მისი ყიდვა უნდა. აჩუქეთ სასაჩუქრე ვაუჩერი (ეს უკვე ყველა პარიუმერიის მაღაზიას აქვს თბილისში) და ამით პარფიუმის არჩევის მხიარულებასაც არ მოაკლებთ თქვენს მეგობარს. პარფიუმერიის მაღაზია გარწმუნებთ ყველა გეისთვის სათაყვანებელი ადგილია. და კიდევ, ნამეტანი ნუ ენდობით კონსულტანტი გოგონების რჩევას. გახსოვდეთ რომ მათ პროდუქტია აქვთ გასასაღებელი. და კიდევ, პარფიუმერია მხოლოდ მაღაზიაში იყიდეთ!

კიდევ ერთი ეშმაკობა მათთვის ვისაც წინ "დეითი" ელოდება. პაემანზე წასვლის წინ გაითვალისწინეთ თქვენი პარტნიორის სიმაღლე. თუ ის თქვენის სიმაღლისაა ან ცოტათი დაბალია, ოდეკოლონი ყელის არში დაისხით. თუ თქვენზე მაღალი მაშინ ერთი მისხმა თმაზეც მიისხურეთ. ჩახუტებისას, თუნდაც გვერდი გვერდ სიარულისას ვნებას უფრო გააძლიერებს. ნუ გააკეთებთ ამას ხშირად თორემ თმებს დაემშვიდობებით!

ახლა ასორტიმენტს რაც შეეხება. ჩემი აზრით ყველა ლეგენდარული არომატი პარფიუმერებმა 80-90 წლებში შექმნეს. დიდი ხანია ახალი გამორჩეული სურნელი არავის გამოშვია. თუ პარფიუმერი წელიწადში 2 სუნს უშვებს ეს უკვე კომერციაა და გოიმების დაგოიმება. ყველა ჩართი და ამ საკითხში გარკვეული ადამიანი უპირატესობას ძველ, ლეგენდარულ სუნებს აძლევს. ჩემს ჩამონათვალში მოყვანილი ოდეკოლონების 98% 2000 წლამდეა შექმნილი. ამ არომატებს მასა დიდი ხანია მასიურად აღარ იყენებს. ამიტომ ინდივიდუალურობის მიღწევა ამ პარფიუმერიით უფრო შესაძლებელია. 16 საუკეთესო ოდეკოლონი ჩემი ჩამონათვალია. აქედან მხოლოდ 4-5 თუ ვხმარობ საერთოდ. ისნი საკმაოდაა განსხვავებული ერთმანეთისაგან და არ შეიძლება ყველას იდეალურად მოუხდეს. მათი თანმიმდევრობა პირობითია და არა ხარისხის მიხედვით.

1. Le Male - Jean Paul Gaultier
2. Hugo - Hugo Boss
3. Black Code - Giorgio Armani
4. Aqua Di Gio - Giorgio Armani
5. L'Eau D'Issey - Issey Miyake
6. Yves Saint Laurent M7

7. Eternity -CK
8. Clinique Happy for Men
9. One- CK
10. Be - CK
11. Pi - Givenchy
12. Joop Nightflight - Joop!
13. Fierce - Abercrombie
14. Paco - Paco Rabanne
15. Cool Water - Davidoff
16. Angel - Thierry Mugler
წარმატებებს გისურვებთ!

6 comments:

Alexander said...

დევიდ დიდი მადლობა ასეთი დეტალური ინფორმაცისთვის და ყველაფერისთვის რაც დაწერე. ბევრ ახალგაზრდას დარწმუნებული ვარ გამოადგება. შესაძლოა ამ წუთას ჩვენს ახალგაზრდობას ყველას არ აქვს საშუალება, რომ თავისი მოთხოვნილებები პარფიუმში დაიკმაყოფილოს, მაგრამ ეს ისეთი აუცილებელი რამაა, რომ მგონი ღირს ამისთვის გარკვეული ხარჯების გაღება. მით უმეტეს, როცა საზოგადოებასთან გიწევს ურთიერთობა და მით უმეტეს გეი საზოგადოებასთან. არ მინდა ცუდი რაღაცეები ვთქვა, მაგრამ ბევრმა მართლა არ იცის არ ცმოხმარების წესი, არც შერჩევა და ზოგი კი საერთოდ იგნორირებას უკეთებს პარფიუმს, და იგნორირებას თავი დაანებე, ჰიგიენას არ აქცევენ საერთოდ ყურადღებას....
ნამდვილად გულდასმით წასაკითხი და დასამახსოვრებელი პოსტია და რეკომენდაციას ვიწევ ახალგაზრდებს, რომ გამოცდილ ხალხს დაუჯერონ!

David M said...

madloba sixarulo ;)

Anonymous said...

sxva ragatseebze ratom agar tser? tmis shegebvaze magalitad an saxis gatsmenda da egetebzets datere ra. shegvpirdi adre rom davtsero.

saitis pakloniki ;)

marcelo said...

au dzaan gtxovt ra,egeb damexmarot? ra vushvelo chems tmian sxeuls? epilatori gamodgeba? da es vaxisngi ragaa?

David M said...

შენი თხოვნა გათვალისწინებულია marcelo ;)

Demian said...

David M
მართალია მიმნტკიცებენ პაკო რაბანის ”ბლექ”-ი არ გიხდებაო მე მაინც მომწონს :)

შეგიძლია თმის ცვენაზე რამე ინფორმაცია დადო???

Blog Widget by LinkWithin