Saturday, May 2, 2009

ტკბილი სიზმარი

ენტონი გეიტონის ამ ნამუშევარს დღეს შემთხვევით გადავაწყდი. სურათს ავტორმა ჰარემი დაარქვა. მე კი ვერ მოვიფიქრე პოსტს რა დავარქვა, ჩემი სიზმარი, ტკბილი ოცნება თუ რა... სურათი ცალკე ნახეთ სრული მაშტაბით და დარწმუნდებით, რომ ეს ბევრი თქვენთაგანის სიზმარიცაა და ოცნებაც და ბევრი სხვა რამ. კარგად დააკვირდით დეტალებს


3 comments:

Anonymous said...

შემთხვევით აღმოვაჩინე შენი ბლოგი თბილისის ფორუმიდან. ძალიან მაგარია და ყურადღებას ნუ მიაქცევთ გინებას და რამე. გეი არ ვარ, მაგრამ თქვენთან ვდგევარ იცოდეთ! მაგრა გამისწორდა რომ მაგარი გემოვნებიანი ბლოგები ჩითავს. მოკლედ, ეგრე გააგრძელეთ და მეც ხშირ ხშირად შემოვივლი ხოლმე. იქიდან კიდევ ბევრი შემოვა და ეგება რამე გაიგონ ცხოვრებაში... მაგათაც ეშველებათ და ჩვენც აღარ მოგვი****ვენ ტვინს გინებით!
საღოლ ძმაო საუკეთესო ბლოგი გაქვს!

Alexander said...

დავით, ხო იცი ეს ჩემი ჰარემია და ნუ მაღიზიანებ :) ჩემს სამფლობელოში შენ არ გაგაბლატავებ და ჩემს სიზმრებს ნუ იპარავ :):):):)

ანონიმს რაც შეეხება, ვნახე ფორუმზე რა ამბებიცაა და მიხარია, რომ ბევრი ისეთი ფორუმელია, ვინც საკადრის პასუხს სცემს უზრდელ და გამოთაყვანებულ ადამიანებს. ერთმა გამოყლევებულმა ასეთი რამეც კი დაწერა, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს – "ძმებო ეკლესიდან გწერთ, პიდარატების დედა მოვტყანო". შიგ არ აქვს ახლა ამიუს დამწერს? და კიდევ კარგი რომ ასეთი ადამიანი ბევრი არ არის. ვინც არის, იმათაც მოევლებათ - их тоже вылечат.
ხო და კიდევ შენ მემგონი ის უნდა იყო, რომელმაც დავითის ამ ბლოგ მიანიჭე უპირატესობა ჩემს ბლოგთან შედარებით და თქვი უფრო კრეატიულიაო :) ცოტა ვეჭვიანობ იცი? :):):) დავითის ბლოგი მეც ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ ჩემს შრომასაც ხო დაფასება უნდა :):):) კიდევ კარგი "თაყვანისმცემლები" ფორუმზე მეც გამომიჩნდნენ :)

David M said...

ჩემო ოქრო, შენი ბლოგის მთავარი თაყანისმცემელი მე ვარ და მეტი რა გინდა :)) ნუ ეჭვიანობ ;)

ფორუმელებს კი დიდი მადლობა მაღალი შეფასებისათვის და იმ მხარდაჭერის სიტყვებისათვის, რომელიც მიუხედავად ნეგატიური საზოგადოებრივი აზრისა ჩვენს სასარგებლოდ სთქვეს და ამით თავისი ინდივიდუალიზმი და სამოქალაქო გამბედაობა დაადასტურეს. არ ღიზიანდებიან ის სთრაითები, რომელებსაც თავის პირად სექსუალურობასთან პრობლემები არა აქვს და დარწმუნებულია საკუთარ ორიენტაციაში. ვინც ღიზიანდება, მათზე მართლა მიკვირს რა უნდათ ასეთ ბლოგებზე.. თუ გეზიზღება რატომ ათვალიერებ და მერე გაუთავებლად რატომ ლაპარაკობ ამაზე?

მათ, ვისაც არ მოსწონთ ვურჩევ ნუღა აიშლიან ნერვებს, დაიკიდონ და ეს ბლოგი აღარ გახსნან. მე იმ საიტებზე არასოდეს შევდივარ რომელიც არ მაინტერესებს და მაღიზიანებს. ;)

Blog Widget by LinkWithin