Saturday, February 7, 2009

ნიუ იორკელი მოდელები ჯონ მალინოვსკის ობიექტივში

ჯონ მალინოვსკი Major Models სააგენტოს ერთ ერთი საყვარელი ფოტოგრაფია. ხოდა, წარმოგიდგენთ სააგენტოს Major Models მთავარ სახეებს, სწორედ ჯონ მალინოვსკის შემოქმედებაში.

Alex Christensen



Brian Car

დევიდ ბექჰემი ისევ ემპერო არმანისათვის

ბექჰემი ისევ ემპერო არმანის უცვლელი სახე რჩება. უფრო სწორედ თუ ვიტყვით სახე კი არა ქვედატანი :) მე მგონი ეს გასაგებიცაა, მეორე ასეთი ტანი (და არა მარტო ტანი) ძნელი მოსაძებნია. ტრუსების ახალი ქოლექცია არმანიმ იანვარში წარმოადგინა. ნახეთ სურათები სრულ ზომაში ;)




ნაიკი - მაგარი ბიჭები და კიდევ ის.. არშავინი...

ნაიკი, ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს და რაღა თქმა უნდა კამპანიისათვის ყველაზე მაგარი და სექსი ფეხბურთელები არიან შერჩეული. მაგრამ, მე მგონი ამ აურზაურში რაღაც გაუგებრობა მოუვიდათ და არშავინიც მოიწვიეს. (ნუ ალბათ რუსული ბაზრის ათვისების პონტში) უბრალოდ დააკვირდით ბიჭების -ფაბრეგასის, დროგბას, ჯო კოლის და რამოსის - სპონტამ სახეებს (ზემოდან ქვევით) და მერე იმ სამადავოლნი ბოლვანის ჭყანავს (ბოლო სურათი).





და ამათთან ერთად არშავინი



ნუ მესმის რომ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ხომ არ შეიძლება გაზპრომის რუბლებით ლენინგრადის ტალკუჩკაზე ნაყიდი ჯინსებით მარიაჟობა, ა?

Friday, February 6, 2009

ლეონარდო მედერი

ლეონარდო მედერი (Leonardo Maeder) წარმოშობით შვეიცარიელი, 22 წლის მოდელია. თუმცა ადრეულ ასაკში მშობლებთან ერთად ამერიკაში გადასახლდა და სამოდელო ბიზნესშიც სწორედ ლოს ანჟელესში ჩაება. მიუხედავად პატარა ასაკისა უკვე მოასწრო ისეთ ზვიგენებთან მუშაობა, როგორებიც არიან DSquared2, Abercrombie & Fitch, Dolce and Gabbana, Cavalli. პოდიუმზე ასევე სარეკლამო ფოტოებზე მედერი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს და ეს გასაგებიცაა.

ეთნიკური მიქსი, როგორც წესი ყველაზე მაგარ შედეგს იძლევა. ლეონარდოს მშობლების შვედურ, ჰოლანდიურ და იტალიური სისხლის მიქსმა აი ასეთ იდეალურ ნაყოფს აჩუქა სიცოცხლე.









ლეონარდოს საიტი შეგიძლიათ ნახოთ - აი აქედან!

Thursday, February 5, 2009

კვლავ ედილსონ ნასციმენტო

ალბათ გახოვთ წინა პოსტი ბელგიური ბრენდის მეზონ ვანდენვოსის შესახებ (Maison Vandenvos), რომელმაც 2009 წლის კატალოგისათვის ედილსონ ნასციმენტო (Edilson Nascimento) მოიწვია. ამჯერად კატალოგის გადაღების პროცესს შემგთავაზებთ და ედილსონის კიდევ რამოდენიმე სურათს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ ედილსონის სრულყოფილებაში :)


სისლის ახალი სახე

2009 წლის გაზაფხული/ზაფხულის სისლის (Sisley) კოლექციის სახე შვედი ვიქტორ ნორლანდერი (Victor Norlander) იქნება. ფოტოგრაფმა კამილა არკანსმა (Camilla Akrans) პირველი შუთები უკვე გამოქვეყნა. მე მგონი მუქი-ქერა ვიქტორი ძალიან ნერწყვისმომგვრელია.






ლინკი: Sisley

ქერი დეგმანი და პარკერ გრეგორი არმანი ექსჩეინჯისათვის

Armani Exchange, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჰომოეროტიკის დიდი დოზებით საკუთარი პროდუქციის რეკლამაში, 2009 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მთავარ სახეებად თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ქერი დეგმანი (Kerry Degman) და პარკერ გრეგორი (Parker Gregory) მოიწვია. (ნუ კიდევ ვიღაცა იღბლიანი მაგრამ მაინც უდღეური ქალი).

რა თქმა უნდა კამპანიისათვის სურათები არმანი ექსჩაინჯის გამოცდილმა ფოტოგრაფმა ტომ მუნრომ (Tom Munro) გადაიღო. ქერი დეგმანი წელს Boss-ისთვისაც იმუშავებს და საერთოდ კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს წრფელ გრძნობებს ამ ყმაწვილის მიმართ ;)


შონ ო'პრი პეპე ჯინსისთვის

ფოტოგრაფმა ჰეიდი სიმეინმა (Hedi Slimane) Pepe Jeans-ის 2009 წლის გაზაფხული/საფხულის კოლექციის რეკლამისათვის მოდელი შონ ო'პრი შეარჩია. მე მგონი შედეგი შესანიშნავი გამოვიდა.


Blog Widget by LinkWithin