Monday, February 23, 2009

კვირის მმაგარ ხასიათზე დაწყებისათვის


დაიწყო 23 თებერვლის კვირა. ამ კვრით ვემშვიდობებით ზამთარს და ვეგებებით გაზაფხულს, წელიწადის ყველაზე ლამაზ პერიოდს. ხოდა მინდა, რომ ეს კვირაც კარგ ხასიათზე გაატაროთ. ხოდააა, გადავწყვიტე სექსუალური მარკ დეპერი გამეცნო თქვენთვის. ალბათ გახსოვთ ჩემი ძველი პოსტი "მასობრივი განადგურების იარაღი" ლოპე ნავოს ფოტოალბომის შესახებ, რომელშიც მარკი ერთ-ერთი მოდელია [ზედა სურათი]. ძალიან ცხელი და ვნებიანი ბიჭია, მაგრამ მარკი კიდევ უფრო მაგარია ძალიან კარგ კომედიურ გეი ფილმში "Eating out 2". ორშაბათისათვის გარწმუნებთ ამაზე კარგ წამალს ვერ იშოვით. ნახეთ ეპიზოდი ფილმიდან; ძალიან ეროტიული, ძალიან ვნებიან და ძალიან სასაცილო სცენა ფოტოგადაღების შესახებ. ვინც ინგლისური არ იცით, მაინც უყურეთ რადგან სიტყვები ნამდვილად ზედმეტია.

აი, ასეთ მმაგარ კვირას გისურვებთ! მომავალ პოსტამდე ;)

[გირჩევთ კლიპი აქვე ნახოთ და არ გადახვიდეთ www.dailymotion.com-ზე, რადგან იქ დაგჭირდებათ რეგსტრაცია და იმის დამტკიცება რომ 18 წლის უკვე გახდით ;) ხო კიდევ, თუ ოფისში ხართ ჩაუწიეთ ხმას, უხერხულია..]



თუ ნაწყვეტის ნახვა მაინცდამაინც DailyMotion-ზე გინდათ დააჭირეთ აქ.
ფილმის "Eating out 2" ოფიციალური თრეილერისთვის YouTube-ზე დააჭირეთ აი აქ!

1 comment:

Alexander said...

აუუუუუუ, კლიპის გაგრძელება მინდა რეალშიიი :):):):)

Blog Widget by LinkWithin