Thursday, February 19, 2009

ცხოვრება პოდიუმს მიღმა

ჟურნალმა New York მოდელების ცხოვრების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ამსხვრევს მითს მოდელების მდიდრული ცხოვრების შესახებ. უმართლებს მხოლოდ ერთეულებს. მოდელების ცხოვრება რთულად და გაჭირვებაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით საშინელი კი ფეშენ ვიქისთვის მზადებაა. გიწევს უამრავი მუშაობა, ცხოვრობ საშინელ ბინაში (რომელსაც სააგენტოები ქირაობენ) ბევრ სხვა მოდელთან ერთად. ხეირი მხოლოდ უფასო კვებაში, უფასო ფეშენ ტანსაცმელში და ჩვენების შემდეგ გასართობ პონტებშია. ადრე ჩვენებაში 5000 დოლარს იხდიდნენ, ახლა კი 2000-საც ძლივს აღწევს. ასე რომ ნუ შეგშურდებათ, ასეთ ცხოვრებაში ღირებული არაფერია.

ღირებული შეიძლება მხოლოდ ერთი რამ იყოს. ესაა ფოტოგრაფი კას ბირდის (Cass Bird) ფოტოსერია - ფეშენ ვიქის ბექსთაიჯი. (აუ რამდენი ძველქართული სიტყვა გამოვიყენე არა?) ფოტოები მართლაც მაგარია და რაც მთავარია გემრიელი :) მთელი სხეულით ვიგრძენი ამ პატარა ცუგრუმელების გულისტკივილი.

მოდელობა არასოდეს მინდოდა აი კასტინგს კი დიდი სიამოვნებით ჩავიბარებდი, ა? ;)

თუ დაგაინტერესათ ეს ლინკებიც გაჩითეთ:
ჟურნალი - NY Mag
ფოტოგრაფის ოფიციალური საიტი- Cass Bird

1 comment:

Alexander said...

ვაიმეეე რა საყვარლები არიააან, მაგათთან მინდა, მოვეფერები და მოვუალერსებ გადაგლილ ბოვშებს :)

Blog Widget by LinkWithin